პარიზის უნივერსიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 12:
სორბონის კოლეჯი (ფრ. Collège de Sorbonne) დაფუძნდა [[1257]] წელს საფრანგეთის მეფე [[ლუი IX]]-ის პირადი მოძღვრის რობერ დე სორბონის ([[1201]]-[[1274]]) მიერ, ვის სახელსაც ის დღემდე ატარებს. იგივე სახელს ატარებს მისი მთავარი კამპუსი პარიზში, სადაც ამჟამად რამდენიმე უნივერსიტეტია (ყოფილი პარიზის უნივერსიტეტის შთამომავლები) პარიზის რექტორატთან ერთად.
 
თავდაპირველად ის შეიქმნა 20 თეოლოგი სტუდენტისთვის. მან სწრაფაც მოიხვეჭა სწავლებისგანათლების ცენტრის რეპუტაცია და მე-13 საუკუნისთვის მასში უკვე 20.000-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, რამაც პარიზი დასავლური სამყაროს ცოდნის დედაქალაქი გახადა. დღემდე უცხოელი სტუდენტები ქმნიან უნივერსიტეტის კამპუსის მნიშვნელოვან ნაწილს.
 
სორბონა მალევე საფრანგეთის უმნიშვნელოვანესი თეოლოგიური ინსტიტუტი გახდა. [[1622]]-[[1626]] წლებში კარდინალმა [[კარდინალი რიშელიე|რიშელიემ]] განაახლა სორბონა და უნივერსიტეტის თანამადროვე შენობები ამ თარიღისპერიოდის არქიტექტურას განეკუთვნება. კარდინალის საპატივცემლოდ [[1637]] წელს სორბონის სამლოცველო იქნა დამატებული. რიშელიეს გარდაცვალების შემდეგ [[1642]] მისი ცხედარი სამლოცველოს ძვალთსაცავში იქნა დასვენებული.
 
ფაკულტეტის ეკლესიასთან ახლო კავშირმა საფრანგეთის რევოლუციის დროს მისი დახურვა განაპირობა, თუმცა [[1808]] წელს ნაპოლეონის ბრძანებით მან განაახლა მუშაობა, როგორც პარიზის უნივერსიტეტის ნაწილმა. 1885 წლამდე სორბონა უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტსა და პარიზის აკადემიას მოიცავდა. მე-19 საუკუნის ბოლოს სორბონა მთლიანად გაემიჯნა რელიგიას.