ეიფელის კოშკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 119 interwiki links, now provided by Wikidata on d:q243 (translate me)
ხაზი 5:
== სტატისტიკა ==
 
კოშკის სიმაღლე 300324 მეტრია, რაც დაახლოებით 75 სართულს უდრის. მის თავზე 24 მეტრის სიმაღლის ანტენაა, რაც სტრუქტურის საერთო სიმაღლეს 324 მ ნიშნულზე სწევს. აშენების დროს, [[1889]] წელს, ეიფელის კოშკი ყველაზე მაღალი სტრუქტურა იყო მსოფლიოში, ტიტული, რომელიც მან [[1930]] წლამდე შეინარჩუნა, როცა [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკის]] [[კრაისლერ ბილდინგი|კრაისლერ ბილდინგის]] (319 მ) მშენებლობა დასრულდა, თუმცა ეიფელი სიმაღლეში მას მაინც უსწრებდა თუ სიმაღლეში ამ სტრუქტურების ანძები ჩაითვლებოდა. ამჟამად ეიფელის კოშკი საფრანგეთში სიმაღლით მეორე სტრუქტურაა, 350 მ სიმაღლის ''ალუის გრძელი ტალღების გადამცემი ანძის'' (1939) აგების შემდეგ. შემდეგ მოდის ლა [[ტურ მონპარნასი]], პარიზის [[მონპარნასი|მონპარნასის]] უბანში (209 მ).
 
კოშკის ლითონის სტრუქტურა 7.300 ტონას იწონის, მისი საერთო წონა კი 10.100 ტონაა. ზედა პლატფორმაზე ასასვლელი საფეხურების რაოდენობა იცვლებოდა კოშკის ისტორიის განმავლობაში, რამდენიმე რენოვაციის შედეგად: აშენების მომენტში [[1889]] წელს 1710 საფეხური ადიოდა სამიტის პლატფორმაზე 300.65 მ ნიშნულზე; [[1980]] წლის რენოვაციის შემდეგ საფეხურების რაოდენობა 1920-მდე გაიზარდა; ამჟამად 1665 საფეხუია, თუმცა ზედა პლატფორმაზე საფეხურებით ასვლა შეუძლებელია და დამთვალიერებლებს მხოლოდ ლიფტების გამოყენება შეუძლიათ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეიფელის_კოშკი“-დან