იაკობ ცურტაველი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|იაკობ}}
{{თარგი:ინფოდაფა რელიგიური მოღვაწე|christian
| სახელი = იაკობ ხუცესი (ცურტაველი)
Line 12 ⟶ 13:
| ეკლესია = [[ქართული მართლმადიდებლური ეკლესია]]
}}
'''იაკობ ცურტაველი (ხუცესი)''', V საუკუნის II ნახევრის [[ქართველები|ქართველი]] [[მწერალი]], [[ჰაგიოგრაფი]]. ავტორია "შუშანიკის მარტვილობისა" ("[[წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ]]"), ჩვენამდე მოღწეული უძველესი ქართული ორიგინალური ძეგლისა, რომელშიც სღწერილია, თუ როგორ უღალატა ქართლის პიტიახშმა ვარსქენმა ქვეყანას, დაგმო თავისი სარწმუნოება, სპარსელთა გულის მოსაგებად მიიღო მაზდეანობა და ქრისტიანობის ერთგულებისათვის აწამა მეუღლე.
 
იაკობ ცურტაველის შესახებ ცნობები შემოინახა მისმავე ნაწარმოებმა, საიდანაც ჩანს, რომ ის ყოფილა ვარსქენ პიტიახშის კარის [[მღვდელი]], შუშანიკთან დაახლოებული პირი, [[ქართლის პიტიახში]]ს კარზე, დაბა [[ცურტავი|ცურტავში]], მომხდარი ტრაგედიის თანამედროვე და მონაწილე. თხზულება დაწერილია [[476]]-[[483]], შუშანიკის მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ, [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასლის]] მიერ ვარსქენის სიკვდილით დასჯამდე. ფიქრობენ, რომ უფრო გვიან იაკობ ცურტაველი გარდა ცურტავის [[ეპისკოპოს]]ი და [[506]] დაესწრო [[ეკლესია|საეკლესიო]] შეკრებას (ამ კრების მონაწილეთა შორის მოიხსენიება ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი). მისი ნაწარმოები მოღწეულია შეცვლილი სახით (უნდა აკლდეს დასაწყისი, ზოგი დეტალი გამოტოვებულია და ა.შ.). უძველესი ხელნაწერი [[X საუკუნე|X საუკუნისაა]]. "[[შუშანიკი]]ს მარტვილობით" იწყება [[ქართული ლიტერატურა|ქართული ლიტერატურის]] ისტორია და მას განუზომელი მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურისათვის.