ჰაინრიხ შლიმანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 48 interwiki links, now provided by Wikidata on d:q57106 (translate me)
ხაზი 3:
 
== ბიოგრაფია ==
ჰაინრიხ შლიმანი 1822 წლის 6 იანვარს გერმანიაში,ქალაქ ნოიბუკოვში დაიბადა.თვითნასწავლი არქეოლოგი გახლდათ. მან დაამტკიცა, რომ ცნობილი ბერძენი მწერლის, ჰომეროსის, პოემებს რეალური საფუძველი ჰქონდა. კერძოდ, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინა ლეგენდარული ქალაქი ტროა, ტროას მეფის, პრიამოსის განძი და ქალაქ მიკენის საგანძური.ბავსვობაში მამა უკითხავდა ჰომეროსის პოემებს.7 წლის ჰაინრიხმა განაცხადა ტროას იპოვიდა და ნათქვამი აღასრულა კიდეც.17 წლისამ სკოლა მიატოვა და დუქანსი დაიწყო მუშაობა, თუმცა მალევე ვაჭრობას მიჰყო ხელი. 1863 წელს, კი დიდების ზენიტში მყოფმა მილიონერმა მიატოვა კომერცია და ბავშვობის ოცნების ასრულება დაიწყო. ჯერ კიდევ 1841 წელს შლიმანი თავისივე გამოგონებული მეთოდით 18 თვეში დაეუფლა ინგლისურ, ფრანგულ, ჰოლანდიურ, ესპანურ, პორტუგალიურ და იტალიურ ენებს. თითოეული ენის ისე შესწავლას, რომ თავისუფლად წერა-კითხვა და ლაპარაკი შესძლებოდა,6 კვირას ანდომებდა. 1844 წელს ლიტერატურის არქონის მიუხედავად ამდენივე ხანში დასძლია რუსული ენა. 1854 წელს შეისწავლა შვედური და პოლონური, 1856 წელს კი ბერძნულიც. აღსასრულამდე საბოლოო ჯამში მან 20 ენა იცოდა, მათ შორის თურქული და არაბულიც. შლიმანი სავაჭრო საქმიანობისას რუსეთში იმყოფებოდა. აქ მან სანკტ-პეტერბურგის საიმპერატორო ბანკის დირექტორობას, ამავე ქალაქის სავაჭრო სასამართლოს მოსამართლეობასა და რუსეთის საპატიო მოქალაქეობასაც მიაღწია. მას რუსეთი იმდენად უყვარდა,რომ მზად იყო შემდგომში თავის მიერ აღმოჩენილი უდიდესი საფასურის მქონე განძეული რუსეთისათვის ნახევარ ფასში დაეთმო. თუმცა, საბოლოოდ განძეული გერმანიის მუზეუმებში აღმოჩნდა. შლიმანის თანამედროვე მეცნიერები ჰომეროსის ნაწარმოებებს მითებად მიიჩნევდნენ. ზოგიერთს ეჭვი შეჰქონდა ჰომეროსის არსებობაშიც კი. იმ დროინდელი ჰიპოთეზებით ტროა იქ მდებარეობდა, სადაც დღეს თანამედროვე საბერძნეთის პატარა სოფელი ბურნაბაშია. შლიმანმა გარისკა და უარყო ეს მოსაზრებები. მან გათხრები დაიწყო მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთით, სკამანდერას ველზე,ზღვის ნაპირზე, ე.წ. “ჰისარლიყის ბორცვზე”. იმ დროს საბერძნეთის ეს ნაწილი თურქეთს ემორჩილებოდა. გათხრებისათვის ნებართვის აღება თურქეთის ხელისუფლებისაგან ძალზე გაუძნელდა. სწორედ ამიტომ მოპოვებული საგანძური შემდგომში შლიმანმა ჩუმად გადაგზავნა თავის სამშობლოში . 1870-73 წლების განმავლობაში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს შლიმანმა თავისი ჰიპოთეზები დაამტკიცა. მან დაასაბუთა , რომ ჰომეროსის ნაწარმოებებს რეალური საფუძვლები ჰქონდა. ტროას გათხრებისას , 1873 წლის 14 ივნისს, შლიმანმა მიაკვლია ტროას მეფის, პრიამოსის განძს. ამ უდიდესი აღმოჩენის შემდეგ 1876 წელს შლიმანმა გათხარა ქალაქი მიკენი. აქვე აღმოაჩინა მიკენის მეფის, აგამენონის სამარხები და საგანძური. თუმცა მოგვიანებით დადასტურდა, რომ სამარხები აგამენონის ეპოქაზე გვიანდელი იყო. ტროას გათხრებს შლიმანი რამდენჯერმე მიუბრუნდა. კერძოდ თხრიდა 1878-79,1882-83, 1889-90 წლების განმავლობაში. აღმოჩენების მიუხედავად შლიმანი არ შეჩერებულა. იგი გათხრებს ატარებდა 1878 წ-ს საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულ ითაკაზე, 1880-81 წლებში ქალაქ ორქომენოსში, სადაც მეფე მინიასის საგანძურს მიაკვლია. A ამ ქალაქს ჰომეროსი “ოქროთი მდიდარს” უწოდებდა.
 
1884-85 წლებში შლიმანმა გათხარა ქალაქი ტირინთი ქ. მიკენის მახლობლად.აქ მან აღმოაჩინა ჰომეროსამდელი დროის ეგეოსის კულტურა,რომელსაც დღეს მეცნიერები კრეტა-მიკენის კულტურას უწოდებენ. მიკენსა და ტირინდში შლიმანი წააწყდა აზიური და აფრიკული კულტურების კავშირის დამადასტურებელ ფაქტებს კერძოდ აქ იყო საბერძნეთისა და ეგვიპტის მჭიდრო ურთიერთობის დამადასტურებელი საბუთები. მთელი ამ არქეოლოგიური გათხრებისა და აღმოჩენების თანამონაწილე იყო შლიმანის ბერძენი მეუღლე სოფიო ენგასტრომენოსი,რომელიც ჰაინრიხმა 1869 წელს შეირთო ცოლად. სოფიო ყოველთვის ქმრის გვერდით იყო, მის ერთგულ და დაუღალავ თანაშემწეს წარმოადგენდა.შლიმანის სიყვარულს ჰომეროსის მითებისადმი ისიც ადასტურებს,რომ მის ორ ვაჟს ერქვათ ანდრომაქე და აგამენონი.
 
კაცს, რომელმაც საბერძნეთის ისტორიას ათასი წელი შეჰმატა, მისი დროის პროფესიონალი არქეოლოგების უმეტესობა არ აღიარებდა. მას შეშლილსა და მატყუარას უწოდებდნენ. გერმანელი ფილოსოფოსი, არტურ შოპენჰაუერი, მას დილეტანტად მოიხსენიებდა და მილიონერ შლიმანს იმასაც კი აბრალებდა, თითქოს არქეოლოგია შემოსავლის ერთ_ერთ წყაროდ ჰქონდა გამხდარი.
 
უღარიბესი ადამიანიდან მილიონრობამდე და არქეოლოგიისადმი მიძღვნილი წლები საფუძველს მაძლევს შლიმანს იმ დროის ერთ-ერთი უნიჭიერესი ადამიანი ვუწოდო. იგივეზე მიგვითითებს მისი ენების შესწავლის ნიჭი, რისკიანობა და იღბლიანობაც კი . ამ ადამიანის უმთავრესი დამსახურებები კაცობრიობის წინაშე ისაა, რომ მან ჰომეროსის მითები ისტორიად აქცია, ამასთან მეცნიერთა თვალში ჰაინრიხის აღმოჩენებმა მითების წონა აღამაღლა, როგორც ისტორიის ერთგვარი წყაროებისა. შლიმანმა დაამტკიცა, რომ საბერძნეთის ისტორია პირველი ოლიმპიადიდან კი არა, ძვ.წ-ით 1180 წლიდან – ტროას ომიდან იწყებოდა. აგრეთვე , როგორც ავგნიშნეთ მისი აღმოჩენებით დადასტურდა საბერძნეთ-ეგვიპტის ურთიერთობაც. თუმცა, შლიმანის დამსახურებების მიუხედავად უნდა აღინიშნოს, რომ იგი თვითნასწავლი არქეოლოგი იყო და ძეგლებსაც არასრულყოფილი მეთოდებით თხრიდა. შლიმანი ყოველთვის დარწმუნებული იყო თავის სისწორეში, მაგრამ მისი ყველა პირველი განსაზღვრა და თარიღი არასწორი აღმოჩნდა. ამდენად მის დეტალურ არქეოლოგიურ დღიურებსა და პუბლიკაციებს დაბალი სამეცნიერო ღირებულება აქვს.
 
შლიმანი 1890 წლის 26 დეკემბერს იტალიის ქალაქ ნიაპოლში გარდაიცვალა. მისი ნეშტი ათენში გადაასვენეს. მის კუბოსთან იდგნენ საბერძნეთის მეფე და უფლისწული, დიპლომატიური წარმომადგენლები, საბერძნეთის მინისტრები, ყველა ბერძნული სამეცნიერო დაწესებულების ხელმძღვანელები და რათქმაუნდა მისი ოჯახი: სოფიო, ანდრომაქე და აგამენონი.
 
== რესურსები ინტერნეტში ==