ელექტროსადგური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''მუქი ტექსტი'''{{წყარო}}
'''ელექტრული სადგური''' არის სამრეწველო საწარმო, რომელიც პირველადი რესურსის [[ენერგია|ენერგიის]] გარდაქმნის ხარჯზე აწარმოებს ელექტროენერგიას, ხოლო ზოგ შემთხვევაში თბოენერგიასაც. თბო და [[ატომური ელექტროსადგური|ატომური ელექტრულისადგურებიელექტრული სადგურები]], შესაბამისად, ორგანულ და ბირთვულ საწვავზე მუშაობენ. ამ [[ენერგეტიკული რესურსები]]ს მარაგი თანდათან იწურება და ღირებულება მატულობს. ამ მხრივ, დიდი უპირატესობა აქვთ [[ჰიდროელექტროსადგური|ჰიდროელექტროსადგურებს]], რომლებიც [[მდინარე]]ების განახლებად [[ჰიდროენერგეტიკული რესურსები|ჰიდროენერგეტიკულ რესურსებს]] იყენებენ. ცნობილია ელექტროენერგიის მიღების ხერხები, სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებიდან, როგორებიცაა [[მზე]], [[ქარი]], ზღვის [[მიქცევა და მოქცევა]], ზღვის და ოკეანის [[ტალღა|ტალღები]], გეოთერმალური წყლები, მსოფლიო ოკეანის დინებები და სხვა.
თითქმის ყველა ტიპის ელსადგურზე ხდება პირველადი ენერგიის გარდაქმნა მექანიკურ ენერგიად. ამ ენერგიას მოძრაობაში მოყავს ე.წ „პირველადი ამძრავი“ — ტურბინა. ტურბინა თავის მხრივ აბრუნებს გენერატორს, რომელიც ტურბინის მექანიკურ ენერგიას გარდაქმნის ელექტრულ ენერგიად. გენერატორად ჩვეულებრივ გამოიყენება სამფაზა სინქრონული მანქანები. მათ მიერ გენერირებული სიმძლავრის ძაბვა ჩვეულებრივ არ აღემატება 30 კვ-ს. ასეთი ძაბვით ელექტროენერგიის გადაცემა გამოიწვევს დიდ დანაკარგებს. ამიტომ ელექტრულ სადგურებში დამონტაჟებულია ამწევი ტრანსფორმატორები, რომლებიც გადასაცემი ენერგიის [[ძაბვა]]ს ამაღლებენ 110÷1150 კვ-მდე.