ბინდუსარა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
ბინდუსარამ მემკვიდრეობით მიიღო უზარმაზარი იმპერია, რომელიც აერთიანებდა ჩრდილოეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ [[ინდოეთი|ინდოეთს]], [[ავღანეთი]]ს ნაწილს და [[ბელუჯისტანი|ბელუჯისტანს]]. მან შეძლო იმპერიის კიდევ უფრო გაფართოება სამხრეთით, [[კარნატაკა]]ს ტერიტორიებამდე, დაიმორჩილა თექვსმეტი სახელმწიფო და გახდა ორ ზღვას შუა — [[არაბეთის ზღვა]]ს და [[ბენგალიის ყურე]]ს შორის მდებარე მიწების მპყრობელი.
 
ბინდუსარა არ ებრძოდა მეგობრულად განწყობილ დრავიდულ სამეფოებს, როგორიცაა [[ჩოლა]], [[პანდია]] და [[ჩერა]]. მხოლოდ [[კალინგა]]ს სამეფო (თანამედროვე [[ორისა]]) არ შედიოდა მის იმპერიაში და ის მისმა ვაჟმა [[აშოკა]]მ დაიპყრო.
 
ბინდუსარა თავის მამის მსგავსად მხარს უჭერდა [[ელინისტური ეგვიპტე|ელინისტურ ეგვიპტე]]სთან და [[სელევკიდების სირია]]სთან მჭიდრო ურთიერთობას. [[სტრაბონი]] გადმოგვცემს, რომ [[პატალიპუტრა]]ში მივლინებული იყო [[სელევკიდები]]ს ელჩი — დეიმაქსი. საინტერესო ფაქტებზე გვიამბობს ათენიუს ნავკრატიელი [[სელევკიდები]]ს მეფე [[ანტიოქოსი]]ს და [[ინდოეთი]]ს მეფე ბინდუსარას ძღვენთა გაცვლის შესახებ. ბინდუსარას თხოვნით მიუმართავს ანტიოქოსისათვის — გაეგზავნა მისთვის ტკბილი [[ღვინო]], გამხმარი [[ლეღვი]] და ფილოსოფოსი–სოფისტი. პასუხად, ანტიოქოსი შეპირებია მხოლოდ ღვინისა და გამხმარი ლეღვის გაგზავნას.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბინდუსარა“-დან