C ჰეპატიტი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მუშავდება|მომხმარებელი:Nika Jiadze|28 მარტი, 2013 წ.}} '''C ჰეპატიტი''' ქრო...
(განსხვავება არ არის)

12:05, 28 მარტი 2013-ის ვერსია

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}}

C ჰეპატიტი ქრონიკულად მიმდინარე პრეგრესირებადი დაავადებაა. C ჰეპატიტი ღვიძლის ქრონიკულლი დაავადებების (ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი) განვითარების ერთ-ერთი ხშირი მიზეზია.

გამომწვევი მიზეზები და გადაცემის გზები

C ჰეპატიტს იწვევს რნმ ვირუსი, რომელიც უპირატესად ღვიძლს აზიანებს. ბუნებრივი მიმდინარეობის დროს დაავადება (20-30%) 6 თვის შემდეგ თვითგამოჯანმრთელბეით მთავრდება, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში ქრონიკულ ხასიათს იძენს.

ვირუსს ახასიათებს ცვალებადობა, მიეკუთვნება ნელა პროგრესირებად ვირუსთა რიცხვს. გამოვლენილია მისი ექვსი გენეტიკური ვარიანტი.

ინფექციის წყაროს წარმოადგენს მწვავე და ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებული ადიამიანი. ვირუსი გადაეცემა პარენტარული გზით, ანუ სისხლითა და სისხლის პროდუქტებით, ზოგჯერ სქესობრივი გზითაც.

ადამიანი ინფიცირდება:

  • ნემსის შემთხვევითი ჩხვლეეტისას;
  • საერთო სამართებლის, სისხლით დაბინძურებული ბამბის გამოყენებისას;
  • სხეულის სხვადასხვა ნაწილშ სამკაულის ჩამაგრების, ე.წ.. პირსინგის, დროს;
  • სისხლმდენი ღრძლების მქონე ადმაინის კბილის ჯაგრისის ხმარებისას;
  • სხვა ადიამიანის მიერ კბენის დროს;
  • დაბინძრებული სააბაზანო აქსესუარების ხმარებისას;
  • სქესობრივი კონტაქტისას, რომელსაც თან სდევს სისხლდენა.

ვირუსის სქესობრივი გზით გადაცემა ძალიან იშვიათია (1-3%), ძირითადათ, ჰომოსექსუალისტებში (სწორი ნაწლავის ტრავმირების გამო). შედარებით მაღალია C ვირუსით ინფიცირების სიხშირე მრავალ პარტნიორთან ურთიერთობის შემთხვევაში.

C ჰეპატისი გადაცემის გზებიდან გამომდინარე, ყველაზე ხშრად ავადდებიან:

  • ინტრავენური ნარკომანები და მათი სქესობრივი პარტნიორები;
  • შეუმოწმებელი სსიხლისა და სისხლის პროდუქტების გადასხმის შემთხვევაში;
  • ცუდად გასტირებული სტომაროლოგოური, გინეკოლოგიური და სხვა სამედდიცინო ინსტრუმენტებით მანიპულაციების დროს;
  • აკუპუნქტურის დროს;
  • გაუსტერილებელი ინსტრუმენტებით კოსმეტოლოგიური მანიპულაციების შემთხვევაში (პედიკიური, მანიკური, ტატუიარება და სხვ.);
  • სამედიცინო პერსონალი – ანუ იგულისხმება ყველა ის შემთხვევა, როდესაც ვირუსით დაბინძურებული სისხლი ერევა მეორე ადამიანის სისხლს.
  • C ჰეპატიტით დაავადების რისკი მაღალია არ ამარტო ინტრავენური ნარკომანიის დროს არამედ კოკაინის შესუნთქვისას. კოკაინი ძლიერ აღიზიანებს ცხვირის ლორწოვან გარსს და ხშირად იწვევს სისხლდენას. ასეთი პირის მიერ ნახმარ შესასუნთქ ტუბს კი ვირუსი მეორე ადამიანს ცხვირის ლორწოვანსა და, შესაბამისად, სისხლში გადააქვს.

სისხლის თვალით უხილავ რაოდენობას შეიძლება შეიცავდეს ორგანიზმში არსებული სითხეებიც: ნერწყვი, ცრემლი, განავალი, შარდი, სპერმა. ამიტომ სრული უსაფრთხოებისთვის, სასურველია სიფრთხილე C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებთან ერთუიერთობისას.

თუ ადამიანი C ვირუსით დაინფცირებულის კბილის ჯაგრისს ან პირის საპარს მოიხმარს, შესაძლებელია ვირუსით დასნებოვანება, რადგან ამ ნივთებზე სისხლის ნაწილაკები არსებობის ალბათობა დიდია.

C ჰეპატიტის გამომწვევი პლაცენტალურ ბარიერს ვერ გადის, დედისგან ბავშვისთვის დაავადების გადაცემის შანსი მცირეა. აქედან გამომდიანრე, C ვირუსით ინფიცრებულ დედისთვის უკუმაჩვენები არ არის. ვირუსის გადაცემის ლაბოთობაზე არც ის ახდენს გავლენას, თუ როგორ იმშობიარებს ქალი – საკიესრო კვეთით თ ბუნებრივი გზით. ვირუსი არ გადადის ძუძუთი კვების დროს.

C ჰეპატიტს არ იწვევს კოღოს ნაკბენის, რადგან მწერის სხეულში ვურსის ძალზე უმნიშვნელო რაოდენობა ეტევა; არ გადაეცამ ხველებით, დაცემინებით, ჭურწლით, საკვებითა და წყლით. დაავადება არ გადადის საერთო პირსახოცით, კოცნით.

კლინიკური სურათი

C ჰეპარირის საინკუბაციო პერიოდი (ინფიცირებიდან დაავადების პირველი ნიშNების გამოვლენამდე) უხშირესად 20-80 დღეა. C ჰეპატიტს ახასიათებს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული მიმდინარეობა. ვირუსით შესაძლოა ნებისმეირი ასაკის ადმიანი დაინფიცირდეს.

მწვავე C ჰეპატიტის დროს კლინიკური სიმპტომები იშვიათად (10-20%) ვლინდება. ამ დროს აღინიშნება საერთო სისუსტე, დისკომფორტი მარჯვენა დერდქვეშა მიდამოში. ღვიძლის ფუნქციათა მრავალფეროვნების გამო მისი ქსოვილის ანთება, ანუ ჰეპატიტი, შეიძლება გამოვლინდეს სიმპტომთა ფართო სპექტრით; ესენია:

  • კანისა და ლორწოვანი გარსის გაყვითლება;
  • დაღლილობის შეგრძნება;
  • ცხელება და ოფლიანობა;
  • გულისრევა, ზოგჯერ ღებინება;
  • ტკივილი მუცლის არეში;
  • უმადობა, ცხიმიანი საკვების შეძულება;
  • ქავილი;
  • წონაში დაკლება;
  • სისხლჩაქცევები;
  • გონების დაინდვა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
  • ართრიტები (სახსრების ანთება); * არასრულფასოვანი ძილი.

აღნისნული ჩივილები ზოგადად ღვიძლის დაავადებებს ახასიათებს. C ჰეპატიტის დაიგნოსტიკა და დადასტურება კი ლაბორატორიუი მონაცემებით ხდება.

მწვავე C ჰეპატიტმა შესაძლებელია მრკუნალობის გარეშეც უვკალოდ გაირაოს, მაგრამ უფრო ხშირად (60-80%) ის ქრონიკულ ფორმაშ გადადის (თუ პროცესი 6 თვეზე მეტხანს გრძელდება).

ქრონიკული C ჰეპატიტი შეიძლება იყოს ქტიური და არააქტიური. დაავადების არააქტიურ ფაზაში ადამიანი პრაქტიკულად ჯანმრთელია და ჰეპატიტისთვის დამახასიათებელი ჩვილები არ აღენიშნება. ცვლილებები უმთავრესად ლაბორატორიული გამოკვლევეის შედეგად დგინდება.

C ჰეპატიტი შესაძლოა სრულიად უსიმპტომოდ, ან ძნელად შესამჩნევი ნიშნებითაც მიმდინარეობდეს. რაც უფრო ხანდაზმუა ლი C ვიუსით დაინფციირებული ადამიანი, დაავადება მით უფრო მძმედ მიმდინარეობს და მკურნალობაც ნაკლებად ეფექტურია.

C ჰეპატიტის სიმპტომები სუსტად ვლინდება ახალშობილებსა და ბავშვებში.

მძმედ მიმდინარე ქრონიკული ჰგეპატიტის შემთხხევავშ აცვადყოფებს აღენინება შემდეგი სიმტომები: მუცლისა და ქვედა კიდურების შეშუპება, სისხლნაჟღვენღების ადვილად წარმოქმნა, გონებრივი ფუქნრეიბს და ქვეითება.