მაისურის სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{subst:L}} 220px|მინიატიურა|მაისურის სამეფო ფაი... |
No edit summary |
||
ხაზი 1:
[[ფაილი:Indian Mysore Kingdom 1784 map.svg|220px|მინიატიურა|მაისურის სამეფო]]
[[ფაილი:Tipu Sultan BL.jpg|220px|მინიატიურა|ტიპუ სულთანი]]
'''მაისურის სამეფო''' — ერთ-ერთი ინდური სახელმწიფო, რომლის ტერიტორია გადაჭიმული იყო [[ინდოსტანის ნახევარკუნძული]]ს ბოლოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. სამეფოს დედაქალაქი იყო ქალაქი სერინგაპატამი. სამეფო მეტნაკლებად ცნობილი გახდა ინგლისური კოლონიზაციის წინააღმდეგ წარმოებულ ოთხ ანგლო-მაისურის ომში გამოჩენილი მამაცობისთვის. ინდური სახელმწიფოებიდან უკანასკნელმა — მაისურის სამეფომ ორმოცწლიანი ომის შემდეგ დაკარგა დამოუკიდებლობა
მაისურის ყველაზე ცნობილი მმართველები იყვნენ:
* [[
* [[ტიპუ სულთანი]] (1782—1799)
== ისტორია ==
[[ფაილი:Mysorepalace.jpg|280px|მინიატიურა|მარცხნივ|მაისურის რაჯას სასახლე]]
ვოდეიარების ოჯახი მომდინარეობს კატიავარის სასახლიდან. ძმები — ვიჯაია რაჯა და კრიშნა რაჯა XIV საუკუნეში დასახლდნენ აშტარგამში, მაისურის ოლქში. ერთ-ერთი მათგანი დაქორწინდა ოლქის მმართველის, ჰადანარუს ქალიშვილზე და ამის წყალობით დაამყარა ძალაუფლება მოცემულ რეგიონში.
დასაწყისში ვოდეიარები იყვნენ ვიჯაიანაგარის იმპერიის ვასალები. ძმები — ვიჯაია და კრიშნა დასახლდნენ ჰადანას რეგიონის ორ ციხეში. XVI საუკუნეში ჰირია ბეტადა ჩამარაჯა III-მ ციხესიმაგრე პარაგარჰი გადასცა თავისი სამი ვაჟიშვილიდან ერთ-ერთს აპანე ტიმარაჯა II-ს, რომელმაც მას დაარქვა მაჰიშასურა. ეს სახელწოდება შემდგომში გარდაიქმნა სახელწოდება მაისურად. მომდევნო ორი საუკუნის მანძილზე ვოდეიარები თანდათანობით აფართოებდნენ თავიანთ სამფლობელოებს.
1755 წელს მცირეწლოვანი [[მაჰარაჯა]] მოექცა [[ჰაიდარ ალი]]ს კონტროლის ქვეშ, რომელიც თავდაპირველად იყო კაპიტანი და ომის გმირი, ხოლო შემდგომ მინისტრი და არაოფიციალური რეგენტი. ჰაიდარ ალიმ [[საფრანგეთი]]ს მხარდაჭერით მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია. ერთიმეორის მიყოლებით, სრულწლოვანების მიღწევამდე, (როდესაც მათ უკვე ხელში უნდა აეღოთ სრული ხელისუფლება) საეჭვო ვითარებაში იქნა მოკლული ზედიზედ ორი მცირეწლოვანი [[მაჰარაჯა]]. სამეფო ოჯახი ფაქტიურად პატიმრობაში ცხოვრობდა და მხოლოდ ყოველწლიურ დასარას დღესასწაულზე გამოჩნდებოდა ხოლმე მოსახელობის წინაშე. მალე სუვერენული ხელისუფლება მიიღო [[ჰაიდარ ალი]]ს ვაჟმა და მემკვიდრემ — ტიპუ სულთანმა. მან მიიღო [[სულთანი]]სა და [[ფადიშაჰი]]ს ტიტულები და თვითნებურად ჩაანაცვლა [[პარასკევი]]ს ლოცვაში მოგოლი იმპერატორის სახელი საკუთარი სახელით. [[ჰაიდარ ალი]]სა და [[ტიპუ სულთანი]]ს მმართველობა ითვლება მაისურის სამეფოს ძლიერების პიკად. [[ფრანგები]]ს დახმარებით მოდერნიზებული არმიით მათ მიაღწიეს მეზობელ სამთავროებთან ურთიერთობებში უპირატესობას.
1799 წელს ტიპუ სულთანმა ბრიტანელთაგან სერინგაპატამთან გამანადგურებელი მარცხი განიცადა. ბრიტანელებმა ტახტზე აღადგინეს ვოდეიარების დინასტია. ტახტზე ავიდა ვოდეიართა გვარის უკანასკნელი მაჰარაჯას 5 წლის ვაჟი — მუმადი კრიშნარაჯა ვოდეიარ III. სრულწლოვანების მიღწევამდე მისი რეგენტი იყო დევანი. 1810 წლიდან მუმადმა მიიღო სრული ხელისუფლება. 1831 წელს ის ბრიტანელთა მხრიდან ჩამოშორებულ იქნა ხელისუფლებას ცუდი მმართველობის მიზეზით. მისმა მემკვიდრემ ჩამარაჯა ვოდეიარმა რამდენიმე ათწლეული გაატარა ლონდონის სასამართლოებში ხეტიალში, რომლის შედეგად მათ დაუბრუნდათ ადმინისტრაციული კონტროლის უფლება. ამრიგად, მაისური გახდა პირველი ნახევრად დამოუკიდებელი ინდუსური სამეფო, რომელსაც ფაქტიურად [[ბრიტანელები]] აკონტროლებდნენ, მაგრამ იურიდიულად ის არ შედიოდა [[ბრიტანეთის ინდოეთი]]ს შემადგენლობაში.
== იხილეთ აგრეთვე ==
* [http://en.wikipedia.org/wiki/Kingdom_of_Mysore მაისურის სამეფო]
[[კატეგორია: ინდოეთის ისტორია]]
[[კატეგორია: სახელმწიფოები ინდოეთის ისტორიაში]]
[[კატეგორია: ბრიტანეთის ინდოეთი]]
{{unicode|}}
|