ფარსმან თმოგველი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მმ*|თმოგველი}}
'''ფარსმან თმოგველი''', ჯავახეთის დიდი ფეოდალი [[XI საუკუნე|XI საუკუნის]] შუა წლებში, თმოგვის მემამულე, ჯავახეთის[[ჯავახეთი]]ს [[ერისთავთერისთავი]], სათხის ეკლესიის (ახლანდელი [[ნინოწმინდის რაიონი]]) ამშენებელი. ეკუთვნოდა ახალი ჩორჩანელთა საგვარეულოს, რომელიც წარმოიქმნა [[IX საუკუნეშისაუკუნე]]ში, ჩორჩანელებისა და ბაჰლაუნდების დანათესავების შედეგად (უშუალოდ გარდაცვლილი [[გიორგი ჩორჩანელი|გიორგი ჩორჩანელის]] მამულს და საგვარეულო სახელწოდებას დაეუფლა მისი დის - მირიან ბაჰლაუნდის ცოლის თეკლას შთამომავლობა).
 
ფარსმან თმოგველი სულას შვილი ყოფილა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სულა იყო შვილი ივანე სულას ძისა, რომელმაც [[X საუკუნე|X საუკუნის]] [[970-იანები|70-იან წლებში]] მონაწილეობა მიიღო დავით კურაპალატის ლაშქრობაში ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ და რომელიც მოხსენიებულია [[ზარზმის მონასტერი|ზარზმის]] სამრეკლოში ჩატანებულ წარწერაში ეგვტერის ამშენებლად.
 
[[XI საუკუნე|XI საუკუნის]] [[1050-იანები|50-იან წლებში]] ფარსმან თმოგველმა, [[ბეშქენ I ჯაყელი|ბეშქენ ჯაყელთან]] ერთად, მხარი დაუჭირა [[ლიპარიტ IV|ლიპარიტ ბაღვაშს]] [[ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)|ბაგრატ IV-ის]] წინააღმდეგ ბრძოლაში. მესხეთის აზნაურთა მეორე ჯგუფი გამოვიდა ლიპარიტის წინააღმდეგ. ლიპარიტის დამარცხებას მოჰყვა მისი მომხრე მესხი ფეოდალების დამცრობა. როგორც ჩანს, ფარსმან თმოგველს მეფემ ჩამოართვა [[თმოგვი]]. ფარსმან თმოგველი (ისევე როგორც ლიპარიტი) [[ათონის ივერთა მონასტერი|ათონის ივერთა მონასტერში]] არსენის სახელით შედგა ბერად. "ათონის„ათონის კრებულში"კრებულში“ შეტანილია ფარსმან თმოგველისა და მისი ძმის გიორგი ჩორჩანელის რამდენიმე [[აღაპი]], საიდანაც ჩანს, რომ ფარსმან თმოგველმა დიდი ღვაწლი დასდო მონასტერს, რის გამოც ის მისი წინამძღვარის გახდა.
 
პირველ თმოგველთა გვარის ისტორია ფარსმან თმოგველით იწყება და ფარსმანითვე მთავრდება: [[გიორგი II (საქართველოს მეფე)|გიორგი II-მ]] ([[1072]]-[[1089]]) თმოგვი უბოძა [[ნიანია ქუაბულისძე]]ს, ბოლოს [[თამარ მეფე|თამარ მეფემ]] ის გადასცა [[სარგის მხარგრძელი|სარგის მხარგრძელს]], რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახალ [[თმოგველები]]ს საგვარეულოს ([[XIII საუკუნე|XIII]]-[[XIV საუკუნეებისაუკუნე]]ები).
 
==ლიტერატურა==
* {{ქსე|10|233|შოშიაშვილი ნ.}}
*''შოშიაშვილი ნ.'', ქსე, ტ. 10, გვ. 233, თბ., 1986
 
{{DEFAULTSORT:თმოგველი, ფარსმან}}
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი დიდი ფეოდალები]]