მარაბდის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 1 interwiki links, now provided by Wikidata on d:q4871672 (translate me)
ხაზი 31:
მთავარსარდლობა თეიმურაზ I-მა იკისრა. ქართველთა ლაშქარმა ბრძოლა მისთვის უაღრესად ძნელ პირობებში დაიწყო. ამასთან გ. სააკაძე ბრძოლის საერთო ხელმძღვანელობას ჩამოაცილეს. როგორც ჩანს, ირანელთა სარდლობა მოელოდა ქართველთა შეტევას: ყიზილბაშებმა სანგრები ააგეს და ზარბაზნები შემოუწყვეს, ზარბაზნების უკან ოთხ რიგად მეთოფეები განალაგეს. მოწინავე ჯარს ამირგუნა-ხანი სარდლობდა, ცენტრს კი - თვით ისა-ხან ყორჩიბაში. ცენტრის მარცხნოვ და მარჯვნივ მრავალრიცხოვანი რაზმები განალაგეს, ქართველთა ლაშქარი ღამით კოჯრის მაღლობებიდან მარაბდის ველისაკენ დაეშვა და განთიადისას მტრის ბანაკისაკენ გაემართა. წინ რჩეული ცხენოსანი რაზმი მიდიოდა. ყიზილბაშთა სანგრებიდან გაჩაღებულმა თოფებისა და ზარბაზანთა ცეცხლმა შეტევა რამდენადმე შეაფერხა, მაგრამ ქართველები არ შედრკნენ, დიდი სისწრაფით შეიჭრნენ მტრის ბანაკში და მეწინავე რაზმები გადათელეს. ამირგუნა-ხანი სასიკვდილოდ დაიჭრა. ქართველთა ლაშქარმა მეთოფეთა რაზმებს დაარტყა და მათი წყობა მოშალა, შემდეგ ცენტრს შეუტია და მტრის რიგებში დიდი არეულობა შეიტანა. თავზარდაცემული მტრის მარცხენა და მარჯვენა ფრთის ჯარები ცენტს ვერ მიეშველნენ და გაიქცნენ.
 
ქართველთა გამარჯვება თითქმის გარდაუვალი იყო, მაგრამ ისა-ხანი ბრძოლის ველს არ თმობდა და უკანასკნელ ძალებს იკრებდა. ამ დროს ქართველთა ჯარის ერთმა ნაწილმა ბრძოლა მოგებულად ჩათვალა, ალაფობაალაბობა დაიწყო და ბრძოლას თავი მიანება, ცხენოსანთა ერთი რაზმი კი [[სააკაძე, ავთანდილ | ავთანდილ სააკაძისა]] და დავით ერისთავის მეთაურობით მტრის გაქცეულ ნაწილებს დაედევნა და ბრძოლის ველს გასცილდა. ამან ყიზილბაშთა მდგომარეობა ძალიან შეამსებუქა. მტრის რაზმები კვლავ მოგროვდნენ სარდლის ირგვლივ და ქართველთა ლაშქარს შეუტიეს. ამ დროს ყიზილბაშებს აზერბაიჯანის ბეგლარბეგის შაჰ-ბენდე-ხანის მეთაურობით ახალი ძალებიც მოუვიდათ. ქართველთა ჰარმა მტრის ახალი რაზმების დარტყმას ვეღარ გაუძლო და გატყდა.
 
ბრძოლის ველი პირველად ცხენოსანმა ჯარმა დატოვა და კოჯრის ვიწროებს მიაშურა. მიტოვებული ქვეითობა, რომელიც გლეხობისაგან შედგებოდა, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, მაგრამ იარაღს მაინც არ ყრიდა. გლეხები გუნდ-დუნდად იბრძოდნენ და უკანასკნელ კაცამდე შეაკვდნენ მტერს. ყიზილბაშებსაც დიდი ზიანი მოუვიდათ.