131 390
რედაქტირება
მ (176.73.142.53-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Addbot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია) |
|||
{{მმ}}
[[ფაილი:Light shining2.JPG|right|მინი|250პქ]]
'''სინათლე''' — [[ელექტრომაგნიტური გამოსხივება]] [[თვალი (მხედველობის ორგანო)|თვალისთვის]] ხილული ტალღის სიხშირით, ან, ტექნიკური ან მეცნიერული მნიშვნელობით, ნებისმიერი სიხშირის ელექტრონაგნიტური გამოსხივება. ხილული სინათლის ტალღის სიგრძე იცვლება 380–400 [[ნანომეტრი]]დან 760–780 ნმ–მდე, სიხშირით 405 ტჰც–დან 790 ტჰც–მდე. [[ფიზიკა]]ში ტერმინი სინათლე მოიცავს გამოსხივების მოსაზღვრე რეგიონებს: [[ინფრაწითელი|ინფრაწითელს]] (დაბალ სიხშირეში) და [[ულტრაიისფერი|ულტრაიისფერს]] (მაღალში), რომელიც ადამიანის თვალის მიერ ვერ აღიქმება. ელემენტარული ნაწილაკი, რომელიც განსაზღვრავს სინათლეს არის [[ფოტონი]]. სინათლის სამი ძირითადი მახასიათებელია (ანუ ყველა ელექტრომაგნიტური გამოსხივების):
* ინტენსივობა (ამპლიტუდა), რომელსაც ადამიანი სინათლის სიკაშკაშის სახით აღიქვამს;
* სიხშირე (ტალღის სიგრძე), რომელსაც ადამიანი სინათლის ფერით აღიქვამს, და
* პოლარიზაცია (რხევის კუთხე), რომელიც ადამიანის მიერ მხოლოდ სუსტად აღიქმება ჩვეულებრივ ვითარებაში.
მისი სიჩქარე, ვაკუუმში 300 000 000 მეტრი წამში (300 000 კილომეტრი წამში), ბუნების ერთ–ერთი ძირითადი მუდმივაა. სინათლეს ახასიათებს ორივე – [[ტალღა|ტალღისა]] და [[ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა|ნაწილაკის]] თვისებები. ეს მახასიათებელი ცნობილია, როგორც [[ტალღურ–ნაწილაკური დუალიზმი]]. მეცნიერებას სინათლის შესახებ [[ოპტიკა]]ს უწოდებენ, ის თანამედროვე ფიზიკის კვლევის მნიშვნელოვანი სფეროა.
{{ფიზიკა}}
[[კატეგორია:სინათლე]]
[[კატეგორია:ფიზიკა]]
{{Link GA|es}}
|
რედაქტირება