სინხაის რევოლუცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''სინხაის რევოლუცია''' — [[ბურჟუაზია|ბურჟუაზიული]] რევოლუცია [[ჩინეთი|ჩინეთში]] [[1911]]-[[1913]] წლებში, დაამხო [[მანჯურიელთა [[ცინის დინასტია]] და ჩინეთი რესპუბლიკად გამოაცხადა. რევოლუცია დაიწყო [[ძველი ჩინური კალენდარი|ძველი ჩინური კალენდრის]] მიხედვით „სინხაის“ წელს. გაპირობებული იყო მანჯურიის დინასტიის დამხობის ისტორიული აუცილებლობით, იგი მხარს უჭერდა ფეოდალურ წესებს და ამუხრუჭებდა [[კაპიტალიზმი|კაპიტალიზმის]] განვითარებას ჩინეთში. რევოლუციური მამოძრავებელი ძალები იყვნენ: [[ეროვნული ბურჟუაზია]], [[გლეხობა]], [[მუშები]], [[ლიბერალი მემამულეები]]. რევოლუცია დაიწყო ჯარისკაცთა აჯანყებით [[1911]] წლის 10 ოქტომბერს, ქალაქ [[უჩანი|უჩანში]]. ნოემბრის ბოლოს სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ჩინეთის 15 პროვინციაში დაემხო მანჯურიის დინასტიის ხელისუფლება. აჯანყებულ რაიონებს სათავეში მოექცნენ ლიბერალლიბერალური ბურჟუაზია და მემამულეთა წარმომადგენლები. [[ცინის დინასტია|ცინებმა]] მოიწვიეს რეაქციონერი [[გენერალი]] [[იუან შიკაი]] და 2 ნოემბერს [[პრემიერ-მინისტრი|პრემიერ-მინისტრად]] და [[მთავარსარდალი|მთავარსარდლად]] დანიშნეს. იგი ლავირების პოლიტიკას ატარებდა ცინების მთავრობასა და რევოლუციონერებს შორის. ჩინეთის რესპუბლიკური ბანაკის წარმომადგენლებმა დაიწყეს იუან შიკაისთან მოლაპარაკება. 29 დეკემბერს აჯანყებული პროვინციების დელეგატების კრებამ ([[ნანკინი]]) ჩინეთის რესპუბლიკის დროებით პრეზიდენტად აირჩია [[ემიგრაცია|ემიგრაციიდან]] დაბრუნებული [[სუნ იატსენი]], მაგრამ იმპერიალისტურმა ქვეყნებმა არ ცნეს ნანკინის[[ნანკინი]]ს მთავრობა. რევოლუციური ბანაკის შემთანხმებლურმა უმრავლესობამ მოითხოვა, სუნ იატსენის ნაცვლად იუან შიკაის დაეკავებინა პრეზიდენტის პოსტი. [[1912]] წლის 12 თებერვალს მანჯურიელი [[იმპერატორი]] გადადგა ტახტიდან, ხოლო 15 თებერვალს ნანკინის კრებამ იუან შიკაი აირჩია დროებით პრეზიდენტად.
 
იუან შიკაიმ ისარგებლა ლიბერალური წრეებისა და ბურჟუაზიული დემოკრატიის სისუსტით და საერთაშორისო იმპერიალიზმის დახმარებით დაამყარა [[სამხედრო-ფეოდალური დიქტატურა]].