ჰომოსექსუალობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 25:
ჰომოსექსუალიზმზე საუბრისას იოანე ოქროპირი მკვეთრ ზღვარს ავლებს ქრისტიანობის სექსუალურ ეთიკასა და სოდომიისადმი წარმართობის ლიბერალურ პოზიციას შორის, რომლის მიხედვითაც მამათმავლობა ჩვეულებრივი, კანონიერი და მეტიც, მხოლოდ თავისუფალ მოქალაქეთათვის განკუთვნილი პრივილეგირებული ქმედება იყო, რომელიც მონებს, როგორც არასრულფასოვან არსებებს, ეკრძალებოდათ. იგი წერს: „სოდომია უფრო საშინელია, ვიდრე მრუშობა, რომელიც მართალია უკანონოა, მაგრამ ბუნებრივია, მამათმავლობა კი უსჯულოებაცაა და ამავე დროს, ბუნების წინააღმდეგ მიმართული ცოდვაც. რომ არ ყოფილიყო გეენა, მაშინ მამათმავლობა იქნებოდა ყველაზე დიდი სასჯელი“. ოქროპირის აზრით, სოდომური ცოდვა უფრო მძიმეა, ვიდრე მკვლელობა, რადგან „უკეთესია სიკვდილი, ვიდრე ასეთი სიბილწით ცხოვრება. მკვლელი სულსა და ხორცს გაჰყრის ერთმანეთისგან, მამათმავალი კი ღუპავს როგორც სულს, ისე სხეულს. არ არსებობს ცოდვა, რომელიც ამ უსჯულოებას შეედრება და მასში მყოფნი რომ ამ ცოდვის სიმძიმეს აცნობიერებდნენ, ამ სისაძაგლეში ჩავარდნას მრავალგზის სიკვდილს არჩევდნენ“.
 
ამ ცოდვისაგან გათავისუფლების ერთადერთი საშუალება კვლავ ღმერთთან დაბრუნებაა, რაც სინანულით მიიღწევა. თუ ადამიანი დაგმობს ცოდვილ ცხოვრებას და სინანულით შესთხოვს უფალს ცოდვების მიტევებას, შენდობას მიიღებს, რადგან არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის სიყვარულსა და მოწყალებას აღემატება. დასასრულს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ქორწინებისა და ნებაყოფლობითი ქალწულობისა. ღვთის და მისი ეკლესიის მიერ დადგენილი წესიდან ყოველგვარი გადახვევა ცოდვაა და ამ ცოდვას ვერ ფარავს ვერც ის თანამედროვე ტერმინები, რომლითაც მას ახალმოვლენილი რეფორმატორები ნიღბავენ.|}}<ref>ზურაბ ეკალაძე|. გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 11 (113), 2001 წ.}}</ref>
 
== ეტიმოლოგია ==
სიტყვა „ჰომოსექსუალი“ ჰიბრიდია ბერძნული პრეფიქსის „ჰომო“ (მსგავსი, რომელსაც ხშირად შეცდომით "მამაკაცი"-ს გვიანდელ ლათინურ მნიშვნელობას მიაწერენ, როგორც მაგ. homo sapiens-ში) და ლათინური ფუძის „sex-“, რითაც მიუთითებს სექსუალურ კავშირზე და ლტოლვაზე ერთი სქესის წარმომადგენლეთა შორის.