ნიკიფორე II ფოკა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
|დედა =
}}
'''ნიკიფორე II ფოკა''' (დაახ. [[912]] - [[969|969 წლის]], [[10 დეკემბერი]]) - ბიზანტიის იმპერატორი [[963]] - [[969|969 წლებში]], რომლის ბრწყინვალე სამხედრო მიღწევებმა საფუძველი დაუდო ბიზანტიის იმპერიის გაძლიერებას მეათე საუკუნეში.
 
== ადრეული სიცოცხლე ==
 
[[963]] წლის 15 მარტს, იმპერატორი რომანოზ II მოულოდნელად დაიღუპა 26 წლის ასაკში. მისი სიკვდილის მიზეზი გაურკვეველია, თუმცა როგორც თანამედროვეებს, ასევე გვიანდელი ეპოქის ისტორიკოსებს მიაჩნდათ, რომ ახალგაზრდა იმპერატორმა საკუთარი თავი დააუძლურა მძიმე სმითა და გადაჭარბებული სექსუალური ცხოვრებით, ან სჯეროდათ, რომ ის მეუღლემ, თეოფანომ მოწამლა. თეოფანოს იმ დროისთვის უკვე ჰქონდა ამბიციური და ჭკვიანი ქალის სახელი დაგდებული, და მოგვიანებით ამას საკუთარი მიზნების მისასწევად გამოჩენილი დაუნდობლობა და ულმობელობაც შეემატა. რომანოზმა სიკვდილამდე ადრე თანა-იმპერატორებად აკურთხა თავისი ვაჟები [[ბასილი II (ბიზანტია)|ბასილ II]] და კონსტანტინე VIII. მიუხედავად ამისა, მამის გარდაცვალების დროს ბასილი 5-ის, ხოლო კონსტანტინე 3 წლის იყო და ისინი უძლურები იყვნენ, შეესრულებინათ ის მოვალეობები, რასაც მათ იმპერატორის ტიტული აკისრებდა. დროებით თეოფანო დაინიშნა მმართველად, თუმცა საიმპერატორო კარის დიდებული იოსებ ბრინგასი, რომელიც თავის დროზე რომანოზ II-ს მრჩეველი იყო, ცდილობდა მისი ძალაუფლების შეზღუდვას და უნდოდა ხელისუფლებას თავად დაუფლებოდა. მან ასევე სცადა ნიკიფორეს ძალაუფლების შესუსტება. გამარჯვებული გენერალი ნიკიფორე ითვლებოდა არმიის რეალურ მეთაურად და ინარჩუნებდა მჭიდრო კავშირს არისტოკრატიასთან. იოსები შიშობდა,რომ ნიკიფორე როგორც არმიის, ასევე არისტოკრატიის მხარდაჭერას მოიპოვებდა. იოსების ინტრიგებმა შემდეგ თვეებში მას თეოფანოც და ნიკიფორეც აუმხედრა. იოსებისგან მალულად, ნიკიფორეს დისწულმა იოანე ციმისკემ მას უბიძგა ტახტის დაკავებისკენ და მოლაპარაკებები დაიწყო თეოფანესთან. თეოფანესა და პატრიარქის დახმარებით ნიკიფორემ მიიღო აღმოსავლეთის არმიის მხედართმთავრობა და მათ მიერ იმპერატორად შერაცხულმა [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინეპოლს]] მიაშურა, სადაც მის მომხრე პარტიზანებს უკვე დაემხოთ მისი მტრის, ბრინგასის მმართველობა. არმიის რიგებში მისი უაღრესი პოპულარობის გამო, ის იმპერატორად აკურთხეს რომანოზის მცირეწლოვანი ვაჟების გვერდით, 963 წლის 16 აგვისტოს და პატრიარქის წინააღმდეგობის მიუხედავად, მათ დედაზე, თეოფანოზე დაქორწინდა.
 
== შემდეგი კამპანიები ==
მმართველობისას, ნიკიფორემ აწარმოა არაერთი საომარი კამპანია მტრების წინააღმდეგ. 964–966 წლებში მან 40,000 იანი ლაშქრით საბოლოოდ დაიპყრო კილიკია და კვლავ შეუტია [[მესოპოტამია]]სა და სირიას, ხოლო ამასობაში დიდებულმა, სახელად ნიკეტამ იმპერიას დაუბრუნა [[კვიპროსი]]. 968 წლისთვის მან დაასუსტა ციხესიმაგრეთა უმრავლესობა სირიაში და [[ანტიოქია|ანტიოქიისა]] და ალეპოს აღების შემდეგ, რომელიც მისმა ლეიტენანტებმა შეძლეს, მან ეს ტერიტორია შეუერთა იმპერიას, რაც დაადასტურა კიდევაც სამშვიდობო ხელშეკრულებით.
ნიკიფორე II ნაკლებად წარმატებული იყო დასავლეთით გაჩაღებულ ომებში. მას შემდეგ, რაც მან ფატიმიანთა სახალიფოს შეუწყვიტა ხარკი, [[სიცილია|სიცილიისკენ]] გაგზავნა ექსპედიცია ნიკეტას მეთაურობით 964-965 წლებში, თუმცა იძულებული გახდა, როგორც საზღვაო ისევე სახმელეთო ბრძოლებში დამარცხების შემდეგ, მოეხდინა კუნძულის მთლიანი ევაკუაცია. 967 წელს მან დადო ზავი ქაირავანის ფატიმიანებთან, რათა თავი დაეცვა საერთო მტრის, [[ოტო I (სრი)|ოტო I]] -გან, რომელმაც თავი დასავლეთის იმპერატორად გამოაცხადა და თავს დაესხა ბიზანტიის სამფლობელოს იტალიაში, მაგრამ საწყისი წარმატებების მიუხედავად მისი გენერლები დამარცხდნენ და უკან, სამხრეთისკენ დაიხიეს. დაძაბულობა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რაც ნიკიფორეს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგი იყო, კარგად ჩანს ეპისკოპოს ლიუტპრანდ კრემონიელის ნაშრომში ''Relatio de legatione Constantinopolitana.''
 
== მკვლელობა ==
რადგან ის მუდმივად იმპერიულ საქმეებში იყო ჩაფლული, მისმა ცოლმა თეოფანომ დრო იხელთა და საყვარლად მისი დისწული იოანე ციმისკე გაიჩინა. მათ შეიმუშავეს ნიკიფორეს მოკვლის გეგმა. ერთ ღამეს, შეთქმულები სასახლეში ქალებად გადაცმულები შეიპარნენ. ნიკიფორე გააფრთხილეს, რომ სასახლეში დაქირავებული მკვლელები იმყოფებოდნენ. მან ბრძანა რომ მთელი სასახლე გაეჩხრიკათ, თუმცა მცველებმა დედოფლის ოთახი შეუმოწმებლად დატოვეს და შეთქმულები ამგვარად გაექცნენ შეპყრობას. მოგვიანებით, როდესაც ნიკიფორეს იატაკზე ეძინა წმინდა ხატების წინ, ციმისკე და სხვები შეიპარნენ მის საძინებელში და შეშფოთდნენ, როცა საწოლი ცარიელი დახვდათ(ნიკიფორეს ხშირად ეძინა ხოლმე იატაკზე). ამ ხმაურით გაღვიძებული ნიკიფორე ზუსტად იმ დროს ადგა,როდესაც ერთ-ერთმა მკვლელმა ხმალი მოუქნია თავის მოსაკვეთად. ხმალი მას სახეში მოხვდა და ის წაათრიეს საწოლთან, სადაც იოანე ციმისკე იჯდა. ციმისკემ მას დაუყვირა: ''მითხარი, ყველაზე უგუნურო და ავგულო ტირანო, მე არ ვიყავი ვისი წყალობითაც მიაღწიე რომაული ძალის სიმაღლეს? ამიტომაც არ დამიფასე ასეთი კარგი სამსახური? როგორ შეძელი? როგორ, სიბოროტით და სიგიჟით დაბრმავებულმა, არც კი შეყოყმანდი რომ მე, შენი დამხმარე, არმიის მეთაურობას ჩამომაცილე?....'' მას თავი მოკვეთეს, წვეტს ჩამოაცვეს და საჯაროდ ჩამოატარეს, სხეული კი ფანჯრიდან მოისროლეს. ის დაკრძალეს წმინდა მოციქულთა ტაძარში, როდესაც იოანე ციმისკე იმპერატორი იოანე I ხდებოდა. წარწერა,რომელიც მისი საფლავის გვერდზეა ამოკვეთილი, იკითხება : ''შენ ყველაფერი დაიპყარი, ქალის გარდა..''
ისტორიკოსი ჯონ იულიუს ნორვიჩი ამბობს: ''ეს პატიოსანი განსასვენებელი იყო მისთვის, მაგრამ ნიკიფორე ფოკა, სარკინოზების თეთრი სიკვდილი, სირიისა და კრეტის გმირი, წმინდანის მსგავსი და საშინელი, ბრწყინვალე და აუტანელი, უკეთეს აღსასრულს იმსახურებდა.''
 
 
 
== რესურსები ინტერნეტში ==