კასტილიის სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 4:
ამ სამეფოს სახელწოდება — [[კასტილია]] ნიშნავს ქალაქების, ანუ კოშკების ქვეყანას. კასტილიაში დიდი რაოდენობით იყო თავისებური სტრუქტურის მქონე ქალაქები. ისინი ძველად ციხე-სიმაგრეებს წარმოადგენდნენ, რომელთა დანიშნულება თავდაცვა იყო და ამავე დროს სამხრეთისკენ მოგზაურობის საიმედო დასაყრდენს ქმნიდნენ. ქალაქების მოსახლეობა სამხედრო საქმეს ეწეოდა. მათგან დგებოდა ცხენოსნებისა და ქვეითების შეიარაღებული რაზმები. ქალაქები ხშირად დამოუიკიდებელ ლაშქრობებს აწყობდნენ [[მავრები]]ს წინააღმდეგ. ქალაქის შეიარაღება და ბრძოლისათვის მზადყოფნა მათ შესაძლებლობას აძლევდა დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინათ აგრეთვე [[ესპანელი]] მსხვილი ფეოდალების ხელყოფისაგანაც.
 
თავიანთი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად და მავრების წინააღმდეგ საბრძოლველად ქალაქები ურთიერთშორის კავშირს ამყარებდნენ, რომელსაც [[ჰერმანდადი]] ეწოდებოდა. მეტი სიძლიერის მოპოვების მიზნით ისინი ხშირად უკავშირდებოდნენ გლეხურ თემებს — „ბეჰეტრიებს“. სამხედრო საქმიანობასთან ერთად ისინი სოფლის მეურნეობასაც მისდევდნენ.
 
==ლიტერატურა==
* გ. ტივაძე, შუა საუკუნეების ისტორია, ტ. 2. თბ. 1970.გვ. 114-116
 
[[კატეგორია:ესპანეთის ისტორია]]