მაჰმადი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 150 interwiki links, now provided by Wikidata on d:q9458 (translate me)
No edit summary
ხაზი 6:
მაჰმადის შესახებ თანამედროვეთა ცნობები არ შემონახულა. პირველი ბიოგრაფია მხოლოდ [[VIII საუკუნე]]ში დაწერა იბნისჰაკმა. მაჰმადი წარმოშობით იყო წარჩინებული, მაგრამ გაღარიბებული ბანუჰაშიმის გვარიდან, კურაიშთა ტომიდან. მაჰმადი არაბეთსა და მის ფარგლებს გარეთ გაეცნო [[იუდაიზმი|იუდაისტურ]], ქრისტიანულ [[მონოთეიზმი|მონოთეიზმს]] და სხვა რელიგიას, პოლიტიკურ მოძღვრებას. მდიდარი [[მექა|მექელი]] ვაჭრის ქვრივზე ხადიჯეზე ხელსაყრელმა დაქორწინებამ მაჰმადს საშუალება მისცა მთელი დრო დაეთმო თავისი რელიგიურ-[[ეთიკა|ეთიკური]] პრობლემებისათვის. გადმოცემის მიხედვით, დაახლოებით [[609]] (ან [[610]]) [[რამადანი]]ს თვეში, ჰირის მთაზე (მექის ახლოს) მთავარანგელოზმა ჯიბრაილმა (გაბრიელმა) მაჰმადს უკარნახა წმინდა წიგნი „ყურანი“ და დაავალა [[ხალხი]]სათვის მისი გაცნობა. მაჰმადი ახალი მოძღვრებით მკაცრად ილაშქრებდა წარმართული სარწმუნოების წინააღმდეგ.
 
მაჰმადი თავისი მოღვაწეობის პირველ ხანებში დიდ წინააღმდეგობებს წააწყდა და იძულებული გახდა მომხრეებითურთ გადასულიყო იასრიბში (მედინაში). [[630]]-[[631]] წლებში [[მუსლიმანები|მუსლიმანებმა]] მაჰმადის მეთაურობით დაიმორჩილეს მექა. შემდეგ კი არა [[არაბეთი]]ს სხვა რაიონებზეც გაავრცელეს ძალაუფლება. მაჰმადი გახდა მისივე შექმნილი პირველი ისლამური [[თეოკრატია|თეოკრატიული]] [[სახელმწიფო]]ს მეთაური.
 
მაჰმადი დასაფლავებულია [[მედინა]]ში. მაჰმადის აკლდამა არის მუსლიმანთა მეორე წმინდა ადგილი [[ქააბა]]ს შემდეგ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაჰმადი“-დან