ჯალანდჰარი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: 220px|მინიატიურა|ინდოეთის რუკა ფაილი:India Punjab location m...
(განსხვავება არ არის)

19:42, 20 მარტი 2013-ის ვერსია

ჯალანდჰარი (პენჯ.. ਜਲੰਧਰ, ინგლ. Jalandhar) — ქალაქი ინდოეთში, პენჯაბის შტატში. ჯალანდჰარის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ამრისტარიდან 90 კმ. მანძილზე, ჩანდიგარჰიდან 114 კმ. მანძილზე და დელიდან 375 კმ. მანძილზე. 2011 წლის აღწერით, მისი მოსახლეობა შეადგენს 873 725 ადამიანს. მოსახლეობის ძირითადი ენაა პენჯაბური. საკმაოდ პოპულარულია, აგრეთვე, ინგლისური. მოსახლეობის 54,54% ინდუიზმის მიმდევარია; 45,46% სიქიზმის. ქალაქში განვითარებულია სპორტული საქონლის, ელექტრონიკის და სხვა წარმოება.

ინდოეთის რუკა
პენჯაბის შტატი

ქალაქს აქვს ტენიანი სუბტროპიკული კლიმატი ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით. ზაფხულის მაქსიმალური ტემპერატურა შეადგენს 48°С, მინიმუმი კი 25 °С. ზამთარში მაქსიმალირი ტემპერატურა — 19 °С, ხოლო მინიმალური — -5 °С. ნალექების წლიური საშუალო რაოდენობა დაახლოებით 70 მმ-ია. მისი დიდი ნაწილი მოდის მხოლოდ მუსონურ სეზონზე — ივლის-აგვისტოში.

ქალაქის ხედი


რესურსები ინტერნეტში