სტომატოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მუშავდება|[[მომხმარებელი:Otogi|Otogi]]| 20 მარტი, 2013}}
'''სტომატოლოგია''' — [[მედიცინა|მედიცინის]] დარგი, რომელიც შეისწავლის კბილების აგებულებას, [[კბილი|კბილების]], [[ენა|ენის]], პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, [[ყბა|ყბების]], [[სახე|სახისა]] და [[კისერი|კისრის]] რბილი ქსოვილოების დაავადებათა გამომწვევ მიზეზებს, მკურნალობასა და პროფილაქტიკას; სტომატოლოგიის ამოცანებში შედის აგრეთვე კბილის[[კბილი]]ს დასაბჟენი ახალი მასალის შემუშავება და კბილების პროთეზირება. კბილის მკურნალობა, რომლის ისტორის შორეული წარსულიდან იწყება, [[მედიცინა|მედიცინისაგან]] დამოუკიდებლად, ხელოსნური წესით ვითარდებოდა. სტომატოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების ჩამოყალიბებასი დიდი ღვაწლი მიუძღვის ფრანგ ქირურგს ფოშარს; მისი ორტომეული ნაშრომი - „კბილების ქირურგიისა და მკურნალობის ასხელმძრვანელო“, რომელშიც პირველად იყო მოცემული კბილებისა და კბილის ირგვლივ ქსოვილების დაავადებათა კლასიფიკაცია, მკურნალობის მეთოდები, კბილის დაბჟენის ტექნიკა და სხვა საფუძვლად დაედო კბილის მკურნალობის მეცნიერულ განვითარებას როგორც საფრანგეთში, ისე ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში.
საქართველოში კბილებისა და ღრძილების დაავადებანი და მათი მკურნალობის წესები ჯერ კიდევ XI, XIII, XV საუკუნეების ქართულ სამედიცინო წერილობით ძეგლებშია აღწერილი. XIX საუკუნის ბოლოს საქართველოში მუშაობა დაიწყეს პირველმა ქართველმა დანტისტებმა. XX საუკუნის დასაწყისში მათი რაოდენობა 40-მდე კაცით განისაზღვრებოდა. 1900 წელს შეიქმნა საქართველოს დანტისტთა საზოგადოება.