თამარ ბაქრაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
==ბიოგრაფია==
დაამთავრა [[თსუ]] ისტორიის ფაკულტეტი და თბილისის რუსთაველის თეატრთან არსებული დრამატული სტუდია (ორივე 1930 წელს); 1930-1967 წლებში რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს როლები: ამალია (შილერის "ყაჩაღები"), ლიდია კოვალი (კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), ემილია (შექსპირის "ოტელო"), კრუჩინინა (ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), კნეინა ჩიტუნია (დადიანის "გუშინდელი"), ქეთევან დედოფალი (შანშიაშვილის "გიორგი სააკძე"), ზეინაბი (სუმბათაშვილის "ღალატი"), ოთარაანთ ქვრივი (ჭავჭავაძის მოთხრობის მიხედვით), სანათა (მრევლიშვილის "ზვავი"), გერტრუდა (შექსპირის "ჰამლეტი") და სხვა. 1963 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. დაჯილდოებულია [[საპატიო ნიშანი|"საპატიო ნიშნის"]] ორდენითა და მედლებით.
{{ქსე}}
{{DEFAULTSORT:ბაქრაძე, თამარ}}
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თამარ_ბაქრაძე“-დან