სტენლი კუბრიკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 33:
კუბრიკი სკოლაში ცუდად სწავლობდა, განსაკუთრებული ინტერესი მხოლოდ [[ჭადრაკი]]ს მიმართ ჰქონდა. 13 წლის ასაკში დაბადების დღეზე ნაჩუქარმა ფოტოაპარატმა მთლიამად შეცვალა მისი ცხოვრება, სერიოზულად დაინტერესდა ფოტოგრაფიით და 17 წლისამ დაიწყო მუშაობა ფოტოგრაფად. ფოტოგრაფიამ კუბრიკი სამუშაომ ხელოვნებით დააინტერესა, ის ჩაირიცხა კოლუმბიის უნივერსიტეტში თავისუფალ მსმენელად, საარსებო თანხას ფულზე ჭადრაკის თამაშით შოულობდა.
 
კუბრიკი სრულწლოვანი გახდა [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დასრულებისას და მას, ისევე როგორც მის თაობას, აღელვებდა ბირთვული ომის საშიშროება. მას სურდა ამ თემაზე ფილმის გადაღება და ურჩიეს რომანი „წითელი საფრთხე“. კუბრიკმა დაიწყო ეკრანიზაციაზე მუშაობა ჯეიმს ბ. ჰარისთან ერთად, რმომელიც მისი ბოლო სამი ფილმის პროდიუსერი იყო. კუბრიკმა ორმაცამდე პოლიტიკური და სამხედრო შინაარსის წიგნი შეისწავლა. მან გადაწყვიტა სერიოზულ წიგნის სატირულ ფილმად ქცევა. ფილმს „[[დოქტორი სტრეინჯლავი|დოქტორი სტრეინჯლავი: ანუ როგორ გადავეჩვიე შიშს და შევიყვარე ბომბი]]“ ეწოდა. ფილმის გადაღება ტექნიკური და პოლიტიკური მიზეზების შეუძლებელი იყო აშშ-ში, ამიტომ კუბრიკი ინგლისში გადავიდა სამუშაოდ. კუბრიკმა მიიწვია [[პიტერ სელერსი]], რომელთან თანამშრომლობა „ლოლიტაში“ წარმატებული გამოდგა ამ ფილმშიც და მას სამი სხვადასხვა როლი შეასრულებინა.
 
კუბრიკმა თავდაპირველად დოკუმენტური ფილმების გადაღება დაიწყო. შემდეგ კი საკუთარი ხარჯებით მხატვრული ფილმების გადაღებას მიჰყო ხელი. ის თავად იყო საკუთარი ადრეული ფილმების რეჟისორი, პროდიუსერი, ოპერატორი, მემონტაჟე და ხმის რეჟისორი. [[ჰოლივუდი]]სკენ გზა მას პროდიუსერმა ჯეიმს ჰარისმა გაუკვალა. კუბრიკის მხოლოდ პირველი ორი ფილმის იყო ორიგინალური სცენარით გადაღებული, ყველა სხვა ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციას წარმოადგენს. კუბრიკის მიერ ეკრანიზებულია [[ენტონი ბერჯესი]]ს, [[ვლადიმერ ნაბოკოვი]]ს, [[სტივენ კინგი]]ს, [[უილიამ თეკერეი]]სა და სხვათა ნაწარმოებები. მას ასევე [[უმბერტო ეკო]]ს რომანების ეკრანიზაციაც სურდა, თუმცა ავტორისგან თანხმობა ვერ მიიღო. რეჟისორი თავის ფილმებში დიდ ყურადღებას აქცევდა სპეციფიკურ მსხვილ ხედებს, იყენებდა პოპულარულ და კლასიკურ მუსიკას.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სტენლი_კუბრიკი“-დან