ჩან კაიში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 71 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q16574
ხაზი 10:
[[1906]] წელს,ნაწნავის დემონსტრაციულად მოჭრის შემდეგ (ნაწნავი ხელისუფლებისადმი მორჩილებას ნიშნავდა), ჩანი პირველად ჩადის [[იაპონია]]ში, რათა იაპონურ სამხედრო სასწავლებელში ესწავლა. თუმცა აღმოჩნდა, რომ მას ამისათვის ოფიციალური მიმართვა სჭირდებოდა სამშობლოდან. ის ჩინეთში დაბრუნდა და ბაოდინის სამხედრო სასწავლებელში ჩააბარა, სადაც სწავლება იაპონური სისტემით მიმდინარეობდა. ის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული არმიის ოფიცერთა მომზადების მოკლევადიან კურსებზე ჩაეწერა. წლის ბოლოსათვის წარმატებით გაიარა [[იაპონური ენა|იაპონური ენის]] გამოცდა მათთვის, ვისაც იაპონიაში უნდოდა სწავლის გაგრძელება. [[1908]]-[[1909]] წლებში ის იაპონიის ქვეითთა სასწავლებელში სწავლობს. ამავდროულად გაწევრიანდა [[ჩინეთი]]ს რევოლუციურ ორგანიზაცია ”ტუნმენსოიში”, რომელიც იაპონიაში დაარსდა [[სუნ იატსენი]]ს მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ჩინელ კურსანტებს აკრძალული ქონდათ პოლიტიკური საქმიანობა, ჩან კაი ში გაერთიანების წევრი ხდება და ერთგულების ფიცს დებს.
 
== სინჰაისსინხაის რევოლუცია ==
{{მთავარი|სინხაის რევოლუცია}}
 
1906-1911 წლებში ”ტუმენჰოის” ხელმძღვანელობით ჩინეთის სხვადასხვა პროვინციებში ეწყობოდა ლოკალური ხასიათის ანტიმანჯურიული შეიარაღებული გამოსვლები. 1911 წლის ძლევამოსილმა [[უჩანის აჯანყება]]მ დასაბამი მისცა [[სინჰაისსინხაის რევოლუცია]]ს”ს“. რევოლუცია დაიწყო ჯარისკაცთა აჯანყებით 1911 წლის 10 ოქტომბერს ქ. უჩანში, ძველი ჩინური კალენდრის მიხედვით ”სინჰაის” წელს. რევოლუცია, რომლის მამოძრავებელი ძალები იყო ეროვნული ბურჟუაზია, გლეხობა, მუშები, ლიბერალი მემამულეები, სწრაფად გავრცელდა ჩინეთის უმეტეს რაიონებში. ნოემბრის ბოლოსათვის სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ჩინეთის პროვინციები და მნიშვნელოვანი ქალაქები რევოლუციას მიემხრნენ და [[მანჯურიის დინასტია|მანჯურიის დინასტიის]] ხელისუფლება ვეღარ ფლობდა მართვის სადავეებს. აჯანყებულ რაიონებს სათავეში ჩაუდგნენ ლიბერალური ბურჟუაზია და მემამულეთა წარმომადგენლობები. ”სინჰაის რევოლუციამ” ფაქტიურად დაამხო მანჯურთა დინასტა და ჩინეთი რესპუბლიკად გამოაცხადა. [[ფაილი:Long and Chiang.jpg|left|thumb|250px|ლონგ იანი და ჩან კაი–ში]]
 
1911 წლის 29 დეკემბრის აჯანყებული პროვინციების კრებამ [[ნანკინი|ნანკინში]] რესპუბლიკის დროებით პრეზიდენტად სუნ იატსენი აირჩია, ნანკინში შეკრებილი 17 პროვინციიდან 16-მა დელეგაციამ ხმა მისცა სუნ იატსენს. 1912 წლის 1 იანვარს შედგა ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია. ეს დღე ითვლება ჩინეთის რესპუბლიკის დაარსების დღედ. იწყება დაუცხრომელი მუშაობა რესპუბლიკის პოლიტიკური და ეკონომიკური მოწყობისათვის, სუნის მონაწილეობით შემუშავდა პირველი კონსტიტუცია, 1912 წლის 12 თებერვალს იმპერატორი გადადგა ტახტიდან, მალე “ტუმენჰოი” ღებულობს ახალ პროგრამას – გათვალისწინებულია საყოველთაო განათლება, ქალებისა და მამააცების პოლიტიკურ უფლებათა გათანაბრება და სხვა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩან_კაიში“-დან