ჰიპოფიზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
95.137.132.173-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Addbot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 8:
ნაკლებად არის ჩამოყალიბებული (განსაკუთრებით ადამიანში) ჰიპოფიზის შუა წილი; მასში გამომუშავდება [[მელანოფორული ჰორმონი]], რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს თვალის სიბნელისადმი ადაპტაციაში.
=== ჰიპოფიზის შემადგენლობა ===
ჰიპოფიზის ყველა ჰორმონი ქიმიურად [[ცილა]] ან [[პეპტიდი]]ა. ზოგადად ჰიპოფიზის ჰორმონები ორგანიზმის სხვა შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების რეგულატორებს წარმოადგენენ. ეს რეგულაცია ორმხრივი უკუკავშირით ხორციელდება. მაგალითად, სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დაკლებისთანავე იწყება თირეოტროპული ჰორმონის უხვი გამოყოფა, რაც იწვევს ფარისებრი ჯირკვლის გაძლიერებულ სეკრეციას და, პირიქით, უკანასკნელის გაძლიერებული სეკრეცია აკავებს ჰიპოფიზის მიერ თირეოტროპული ჰორმონის გამომუშავებას.ადამიანის ჰიპოფიზი თხილის ფორმის, ზემოდან ქვემოთ შებრტყელებული ორგანოა, რომელიც მდებარეობს თურქული კეხის საგანგებო ფოსოში და ზემოდან დაფარულია ტვინის მაგარი გარსის წარმონაქმნით - თურქული კეხის შუასაძგიდით, რომელიც გაჭიმულია სოლისებრი ძვლის წინა და უკანა დახრილ მორჩებს შორის. მის ცენტრში არის მცირე ხვრელი, რომლის საშუალებითაც ერთვის თავის ტვინის რუხი ბორცვის ძაბრს წვრილი და ნაზი, ნერვული ქსოვილებისგან შემდგარი ფეხით. ორგანოს მასა 0,5 გრამს შეადგენს. ჰიპოფიზის წინა წილი - ადენოჰიპოფიზი ვითარდება ემბრიონული განვითარების მეოთხე კვირას პირის ღრუს ექტოდერმული ჩაღრმავების (რატკეს ჯიბე) მფარავი ეპითელიუმიდან, შუამდებარე წილი წარმოიქმნება იქ, სადაც რატკეს ჯიბის შიგნითა ფურცელი მეორეულად ამყარებს კონტაქტს ნეიროჰიპოფიზთან. წინა და შუამდებარე წილებს შორის რჩება ნაპრალი, ე.წ. ნარჩენი ღრუ (რატკეს ჯიბის პირველადი ღრუს ნაშთი). ადენოჰიპოფიზი ადრე იძენს ენდოკრინული ჯირკვლისათვის დამახასიათებელ თვისებებს. სეკრეტორული უჯრედების ირგვლივ ვითარდება სინუსოიდები. მოზრდილი ადამიანის ჰიპოფიზის წინა წილი ფერად მოწითალო-რუხია, უკანა წილს, პიგმენტის დაგროვების გამო, ბაცი მომწვანო-მოყვითალო ფერი დაჰკრავს; იგი ნერვული ქსოვილისაგან შედგება და უფრო რბილია. შუამდებარე წილი მოივავს კოლოიდური შიგთავსის მქონე ცისტებს. ჰიპოფიზის წინა წილის ფუნქციის ფაძლიერება - ჰიპერფუნქცია, თუ იგი ბავშვონის ასაკში დაიწყო, იწვევს გიგანტიზმს და ნაადრევ სქესობრივ განვითარებას. ზრდის დასრულების შემდეგ ჰიპოფიზის ჰიპერფუნქციის შედეგად ვითარდება აკრომელაგია. ფუნქციის დაქვეითება - ჰიპოფუნქცია, თუ ის ბავშვობის პერიოდში დაიწყო, იწვევს ნანიზმს - ქონდრისკაცობას. ჰიპოფიზის უკანა წილის ჰორმონის - ვაზოპრესინის ნაკლებობის დროს თირკმელი კარგავს შაქრის კონცენტრაციის უნარს და ვითარდება უშაქრო დიაბეტი.
 
== ჰიპოფიზი ადამიანისა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰიპოფიზი“-დან