შალვა ამირეჯიბი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ ამირეჯიბი, შალვა გადატანილია შალვა ამირეჯიბი-ზე |
მNo edit summary |
||
ხაზი 1:
'''შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი''' (* [[1887]], [[ხურვალეთი|სოფ. ხურვალეთი]], [[გორის მაზრა]] ― † ივლისი. [[1943]], [[პარიზი]], დაკრძალულია იქვე, სენტ-უანის სასაფლაოზე), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის დროს, 1918-1921 წლებში, ეროვნული საბჭოს და დამფუძნებელი კრების წევრი.
==ბიოგრაფია==
დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია. პირველი ლექსებიც სწავლის დროს დაწერა. მოწაფეობაშივე გაიტაცა რევოლუციურმა მოძრაობა, მონაწილეობდა 1905 გამოსვლებში ქუთაისში მიხაკო წერეთელთან ერთად. 1906 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად ევროპაში გაემგზავრა, ვენის უნივერსიტეტში ისმენდა ლექციებს. 1909 წელს ამირეჯიბი სამშობლოში დაბრუნდა და გამოსცა ალმანახი "ჩვენი ერი", მალე დააპატიმრეს. ლიტერატურული მოღვაწეობა 1910-იან წლებში დაიწყო. იყო ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჟურნალ "კლდის" თანამშრომელი, რომელშიც ნაწარმოებებს ბეჭდავდა "ფარსმან-ფარუხის" ფსევდონიმით. 1915 წლიდან გახდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჰაზეთების "სამშობლოსა" და "საქართველოს" მუდმივი ავტორი. სავარაუდოა, რომ მისი ფსევდონიმები იყო აგრეთვე "ჩორჩანელი", "შ.ა." და "ა.-ი". ამ პერიოდში გამოაქვეყნა შემდეგი ნაწარმოებები: "დიმიტრი ყიფიანის პოლიტიკური კრედი" ("კლდე", 1912 № 14 ), "შოთა რუსთაველი" ("კლდე", 1913 № 16), "ვაჟა-ფშაველას გარდაცვალების გამო" ("საქართველოს", 1915, № 60), "ვალერიან გუნია" ("საქართველო", 1917, № 92), "ქართველი მენშევიკები" ("საქართველო", 1918, № 8), "ამიერ-კავკასიის სეიმი" ("საქართველო", 1918 № 11), "დამოუკიდებლობა" ("საქართველო, 1918, № 232"), "თბილისის უნივერსიტეტი" ("საქართველო", 1921, № 18) და სხვა. 1916 წელს ამირეჯიბი გაიწვიეს I მსოფლიო ომში. 1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და გახდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე. ს. კედიასა და რ. გაბაშვილთან ერთად იგი წარმოადგენდა ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციას დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტში. 1919 წელს ამირეჯიბმა ცოლად შეირთო ვ. ანჯაფარიძე, რომელიც დიდხანს იყო მისი გატაცებისა და პოეტური შთაგონების საგანი, უძღვნა მრავალი ლექსი, ზოგიერთი მათგანი შევიდა 1920 წელს გამოსული ლირიკული ლექსების პატარა კრებულში "მინანქრები". ამირეჯიბს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართველ სიმბოლისტ მწერლებთა. მეგობრობდა "ცისფერყანწელებთან" - გ. ლეონიძესთან, პ. იაშვილთან, ტ. ტაბიძესთან და სხვებთან. მისი ორი ლექსი "მასკარადი" და "ლეკური" შვიდა "ახალი პოეზიის ანთოლოგიაში" (ქუთაისი, 1919). 1922-1924 წლებში ამირეჯიბმა შექმნა მიძღვნები და ეპიგრამები ს. ყანჩელის, შ, დადიანის, პ. ქავთარაძის, გრ. რობაქიძის, გ. ლეონიძის, შ. შარაძის, ი. გრიშაშვილის, კ. ანდრონიკაშვილისა და სხვების მიმართ. ამავე პერიოდს ეკუთვნის არაერთი შესანიშნავი ლირიკული ლექსი: "შემოდგომა", "ქუთათური სერენადა", "ანტიანაკრეონტი", "მშვიდობით, მწვანე კიკეთო", "ქანდაკი", "რევოლუცია", "მუზას" და სხვა. 1922 წელს ვ. აბაშიძის სასცენო მოღვაწეობის 50 წლისთავთან დაკავშირებით გამოსცა პატარა წიგნი - "ვასილ აბაშიძე". ამირეჯიბი გვერდში ამოუდგა ქაქუცა ჩოლოყაშვილს და მისი ერთ-ერთი უახლოესი თანამზრახველი გახდა ახალი რეჟიმის წინააღმდეგ. ბრძოლაში. წარუმატებელი [[აგვისტოს აჯანყება|1924 წლის
{{ქსე}}
{{DEFAULTSORT:ამირეჯიბი, შალვა}}
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
|