სასპერები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
'''სასპერები''' — [[აქემენიდების იმპერია|აქემენიდური]] ხანის [[სპარსეთი]]ს ერთ-ერთ [[სატრაპია]]ში შემავალი ტომების სახელწოდება. [[მატიენები|მატიენებთან]] და [[ალაროდები|ალაროდებთან]] ერთად შეადგენდნენ მე-18 სატრაპიას და ყოველწლიური ხარკის სახით სპარსეთის მეფეს 200 ტალანტს უხდიდნენ. მათ ეკისრებოდათ აგრეთვე სამხედრო ვალდებულება — სპარსელ ხელისუფალთა მოთხოვნით ლაშქრის გამოყვანა. ასე მონაწილეობდნენ სასპერები, მაგალითად, მეფე [[ქსერქსე I დიდი|ქსერქსე]]ს ([[ძვ. წ. V საუკუნე]]) ლაშქრობაში [[საბერძნეთი|საბერძნეთზე]]. აქ ისინი [[კოლხები]]ს მსგავსად ყოფილან აღჭურვილნი (თავზე ხის მუზარადები ხურებიათ, ხელთ გამოუქნელი ტყავის პატარა ფარები და მოკლე შუბები, დანები სჭერიათ), [[ჰეროდოტე]]ს მიხედვით სასპერები ფართო ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხია ([[სპარსეთის ყურე|სპარსეთის ყურიდან]] [[შავი ზღვა|შავ ზღვამდე]], ამ ავტორის თანახმად, ოთხი ხალხი ცხოვრობდა — [[სპარსელები]], [[მიდიელები]], სასპერები და კოლხები).
 
სასპერების სახელწოდებას უკავშირებენ [[სპერი]]ს ოლქის, ძვ. აღმოსავლური ხანის [[სუბარელები|სუბარელთა]] (ხური-მითანელთა), აგრეთვე აღმოსავლურ-ქართული ტომების — [[იბერები (საქართველო)| იბერები]]ს სახელწოდებებს. ზოგიერთ მკვლევარს ისინი აქემენიდურ ხანაში ქართლის ტომების ჰეგემონობით ჩამოყალიბებულ იბერიის წინამორბედ გაერთიანებად მიაჩნდა.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სასპერები“-დან