აჯი-ჩალაბი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
|||
ხაზი 1:
'''აჯი-ჩალაბი''' ან ''ჰაჯი ჩელები ყურბან-ოღლუ'' (დ. [[1703]] — გ. [[1755]]) — [[აზერბაიჯანი]]ს სახელმწიფო მოღვაწე, [[შაქის სახანო]]ს დამაარსებელი და მისი პირველი დამოუკიდებელი [[ხანი (ტიტული)| ხანი]] ([[1747]]–[[1755]]). [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] 40-იან წლებში ხელმძღვანელობდა ანტიირანულ განმანთავისუფლებელ მოძრაობას. 50-იან წლებში დაიმორჩილა [[კაბალა]] და [[არეში]]ს სასულთნო. იბრძოდა [[განჯა|განჯისა]] და [[ყარაბახი]]ს სახანოებზე გასაბატონებლად. [[საქართველო]]სთან ურთიერთობაში თავდაპირველად [[ქართლ-კახეთი]]ს პოლიტიკურ უპირატესობას აღიარებდა. [[1749]]-[[1750]] წლებში მისი მოკავშირე იყო ყარაბახზე ლაშქრობაში. [[1751]] წელს მონაწილეობდა ქართლ-კახეთის ლაშქრობაში [[ჭარ-ბელაქნი]]ს [[უბატონო თემები]]ს დასამორჩილებლად, მაგრამ ჩათვალა, რომ ქართველთა გამარჯვება საფრთხეს შეუქმნიდა მისი სახანოს დამოუკიდებლობას და ბრძოლის გადამწყვეტ მომენტში მოწინააღმდეგის მხარეზე გადავიდა [[აგრის ბრძოლა]]ში.
[[აგრიჩაი]]სთან ქართველთა დამარცხების შემდეგ აჯი ჩალაბმა დაიმორჩილა [[კაკი]]ს სასულთნო და ჭარ-ბელაქანი. ცდილობდა თავის ხელქვეით გაეერთიანებინა აღმოსავლეთ [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]] მაჰმადიანური სახანოები და ფართო რელიგიურ პროპაგანდას ეწეოდა საქართველოს მაჰმადიანურ პროვინციების მისამხრობად.
|