ჯეიმზ კუკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 114 interwiki links, now provided by Wikidata on d:q7324 (translate me)
→‎იდუმალი მისიები: clean up, replaced: რუქა → რუკა using AWB
ხაზი 16:
[[1770]] წლის 29 აპრილს “ინდევერი” ულამაზეს უბეში გაჩერდა. გემზე სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების წევრი ბოტანიკოსი [[ჯოზეფ ბენქსი]] იმყოფებოდა. ის იმდენად მოიხიბლა სანაპიროს ფლორით, რომ კუკს უბისათვის უკვე შერქმეული სახელის შეცვლა მოითხოვა. ამ უბეს ბოტანი-ბეი, ანუ ბოტანიკური ჰქვია. უბეში “ინდევერი” 8 დღე იდგა. ამ ხნის განმავლობაში ბენქსმა უამრავი ახალი მცენარის აღწერა შეადგინა და აბორიგენების წეს-ჩვეულებებიც შეისწავლა. ისინი არც პოლინეზიელებს ჰგავდნენ და არც ზანგებს. [[მაორები]]ს მსგავსად, სტუმრების გამოჩენა არც ავსტრალიელ აბორიგენებს გახარებიათ. მაგრამ თოფის რამდენიმე გასროლამ ისინი მალევე დააწყნარა. აღსანიშნავია, რომ მანამდე მეცნიერთა ასეთი დიდი რაოდენობა არც ერთ ექსპედიციას არ წაუყვანია. ბენქსის გარდა “ინდევერზე” შვედი ნატურალისტები სოლანდერი და სპერინგი, ორი გეოგრაფი და მათი თანაშემწეები – სულ 11 ადამიანი. თავად კუკიც ბრწყინვალე [[კარტოგრაფი]] და [[ასტრონომი]] იყო.
 
ბოტანი-ბეიდან ჩრდილოეთ კუკმა კიდევ ერთი უბე აღმოაჩინა. ეს იყო იდეალური ადგილი ნავსადგურის გასაშენებლად. კუკმა მას [[პორტ ჯექსონი]] უწოდა. თავის ჩანაწერებში კუკმა პორტ ჯექსონი და მის უპირატესობანიც მოიხსენია. ბრიტანეთის მთავრობამ მისი რეკომენდაციები გაითვალისწინა და წლების შემდეგ ამ ადგილას დაარსდა პირველი ავსტრალიური ქალაქი [[სიდნეი]]. ექსპედიცია ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროს შესწავლას შეუდგა. კუკმა პირადად შეადგინა სანაპიროს რუქარუკა, რომელზეც თანდათანობით გამოჩნდა ახალი ყურეები, სრუტეები და კონცხები. დიდი ბარიერული რიფი ექსპედიციამ დიდი სიფრთხილით გადალახა და იმ დროს, როდესაც თავი სამშვიდობოს ეგონა, კატასტროფა განიცადა – “ინდევერი” რიფს შეეჯახა. გემის შეკეთებას 7 კვირა დასჭირდა. 1770 წლის 22 აგვისტოს კუკმა მის მიერ აღმოჩენილ მიწას ახალი სამხრეთ უელსი უწოდა და მეფის გეორგ |||-ის სახელით დიდი ბრიტანეთის სამფლობელოდ გამოაცხადა.
 
საერთო ჯამში კუკმა რუკაზე ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროს 4.000-კილომეტრიანი ზოლი და [[დიდი ბარიერული რიფი]]ს 2.300 კილომეტრი აღწერა. აღსანიშნავია, რომ კუკმა ახალ სამხრეთ უელსში მტკნარი წყალი ვერ იპოვა – მან მხოლოდ სანაპიროს ვიწრო ზოლი გამოიკვლია. ამიტომ კუკმა საკუთარ მოხსენებაში განაცხადა, რომ ავსტრალია საცხოვრებლად უვარგისი იყო. თუმც, ეს იყო ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც გამოცდილი მეზღვაური შეცდა. 1771 წლის 13 ივლისს “ინდევერი” სამშობლოში დაბრუნდა. ინგლისისკენ მიმავალი გზა სირთულეებით აღსავსე აღმოჩნდა. მეზღვაურებს [[ტროპიკული ციებ-ცხელება]] დაერია. 18 მათგანი გარდაიცვალა, მაგრამ რომ არა კუკის გამჭრიახობა, დაღუპულთა რიცხვი გაცილებით დიდი იქნებოდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯეიმზ_კუკი“-დან