ერუშეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 1 interwiki links, now provided by Wikidata on d:q5395985 (translate me)
No edit summary
ხაზი 1:
'''ერუშეთი''', ისტორიული მხარე სამხრეთ [[საქართველო]]ში, [[არტაანი]]ს ჩრდილოეთით (ახლანდელი [[თურქეთი]]ს საზღვრებში). მოიცავდა ტერიტორიას [[არსიანის ქედი|არსიანის ქედსა]] და [[ნიალის ველი|ნიალის ველს]] შორის. სახელი ეწოდა მხარის ცენტრალური პუნქტის მიხედვით. [[ქართლის სამეფო]]ს უძველესი ადმინისტრაციული დანაწილებით, ერუშეთი არტაანთან ერთად [[წუნდის საერისთავო]]ში შედიოდა. ძველი ქართული ტრადიის თანახმად, [[საქართველო]]ში პირველი [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] ტაძარი ერუშეთში ააგეს (IV ს.) . შემდგომში (V ს.) [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასალს]] აქ საეპისკოპოსო კათედრა დაუარსებია. XVI საუკუნეში ერუშნელი ეპისკოპოსის ეპარქიაში ერუშეთის გარდა არტაანის მხარის მტკვრის მარცხენა სანაპიროც შედიოდა. XVI საუკუნიდან ერუშეთი სამხრეთ საქართველო სხვა პროვინციებთან ერთად ოსმალთა მფლობელობაში გადავიდა. რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის შემდეგ, [[სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება|სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების]] ([[1878]]) და [[ბერლინის კონგრესი]]ს (1878) თანახმად, ერუშეთი რუსეთის იმპერიას გადაეცა, შემდგომში მას კვლავ ოსმალეთი დაეუფლა. XIX საუკუნის დასასრულს ერუშეთში იმოგზაურა და ისტორიული ძეგლები შეისწავლა [[თაყაიშვილი, ექვთიმე|ე. თაყაიშვილმა]]. მიკვლეულ იქნა ადრინდელი ფეოდალური ხანის სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევები, სადაც შეინიშნებოდა მომდევნო პერიოდების ფრესკათა ნაკვალევი. იქვე ყოფილა სასახლის ნაშთებიც.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერუშეთი“-დან