ლორე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება|ლორი|ლორი (მრავალმნიშვნელოვანი)}}
'''ლორე''', ''ლორი'' ({{lang-hy|Լոռի}}) შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი და ისტორიული მხარე [[ტაშირი|ტაშირში]] (ახლანდელი [[სომხეთი]]). ქალაქის ნანგრევები შემორჩენილია ქ. [[სტეფანავანი]]ს ახლოს. დაარსდა XI საუკუნის 20–იან წლებში [[ტაშირ-ძორაგეტის სამეფო|ტაშირ ძორაგეტის]] მეფე [[დავით I უმიწაწყლო|დავით I უმიწაწყლოს]] მიერ, [[1065]] წლიდან [[კვირიკიდები]]ს დინასტიის მიერ ჩამოყალიბებული [[ტაშირ-ძორაგეტის სამეფო]]ს ცენტრი. მდებარეობდა მაღალ სამკუთხა პლატოზე. ორი მხრით ხეობები იცავდა, მესამე მხრით — ციხესიმაგრეთა კედლების სისტემა. [[1118]] წელს მეფე [[დავით IV აღმაშენებელი|დავით IV აღმაშენებელმა]] ლორე მიმდებარე ტერიტორიებით [[საქართველო]]ს სახელმწიფოს შემოუერთა. განსაკუთრებული სამხედრო მნიშვნელობის გამო იგი საქართველოს ამირსპასალართა სადგომი პუნქტი გახდა. განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში მთელ ტაშირს ლორე ეწოდა. [[1177]] წელს ლორე მეფე [[გიორგი III (საქართველოს მეფე)|გიორგი III-ის]] წინააღმდეგ აჯანყებული [[ივანე ორბელი]]სა და [[დემნა (დემეტრე) უფლისწული|დემნა უფლისწულის]] უკანასკნელი საყრდენი პუნქტი იყო. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ქალაქი ამირსპასალარ [[ყუბასარი|ყუბასარს]] გადაეცა. [[1186]] წლიდან ლორეს [[მხარგრძელები|მხარგრძელთა]] ფეოდალური საგვარეულო ფლობდა და საქართველოს სანაპირო საერისთავოს ცენტრი იყო. მხარგრძელთა მმართველობის დროს ქალაქი აყვავდა. აშენდა სასახლეები, ეკლესიები, ხიდები. [[1236]] წელს ლორე მონღოლებმა აიღეს და სასტიკად დაარბიეს. [[XIV საუკუნე|XIV]]-[[XV საუკუნე]]ებში ქალაქი მნიშვნელოვნად დაქვეითდა და ციხესიმაგრის ფუნქციაღა შერჩა. [[XVI საუკუნე|XVI]]-[[XVIII საუკუნე]]ებში საბოლოოდ დააკნინა ირანელთა და ოსმალთა ლაშქრობებმა. [[1918]]-[[1921]] წლებში ლორის რეგიონი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა. 1921 წელს საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, რეგიონი საქართველოს ჩამოეჭრა და სომხეთს გადაეცა.
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლორე“-დან