ჭარ-ბელაქანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ჭარ-ბელაქანი''', XVIII საუკუნის I მეოთხედში აღმოსავლეთ [[კახეთი]]ს ტერიტორიაზე (ისტორიული [[კაკი|კაკ]]-[[ენისელი]]) [[დაღესტანი|დაღესტნელი]] ფეოდალების მიერ შექმნილი პოლიტიკური ერთეული; იგივეა, რაც გვიანდელი [[საინგილო]]. [[1803]] წელს ჭარ-ბელაქანი რუს-ქართველთა ჯარმა დალაშქრა და [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] ქვეშევრდომობის მიღება აიძულა. [[1830]] წელს რუსეთმა უშუალოდ შეიერთა ეს ტერიტორია. [[1830]]-[[1840|40]] წწ. ქმნიდა ჭარ-ბელაქნის ადმინისტრაციულ ოლქს, [[1842]]-[[1860|60]] წწ. — სამხედრო ოლქს, 1860-[[1917]] წწ. — [[ოკრუგი|ოკრუგს]]. [[1918]]-[[1921]] წწ. შედიოდა [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] შემადგენლობაში; მხარეზე პრეტენზიებს აცხადებდა მეზობელი [[აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა]], შემდეგ — [[აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა]], რომელსაც სადავო მიწები საქართველოს [[რუსეთ-საქართველოს ომი (1921)|ძალადობრივი გასაბჭოების]] შემდეგ, 1921 წელს, გადაეცა. ამჟამად მოიცავს აზერბაიჯანის [[ბელაქნის რაიონი|ბელაქნის]], [[ზაქათალის რაიონი|ზაქათალისა]] და [[კახის რაიონი|კახის]] რაიონების ტერიტორიას.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჭარ-ბელაქანი“-დან