დეიტა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎სწრაფვა ადამიანურობისკენ: დაემატა ახალი ცნობები, დაემატა/შესწორდა ილუსტრაცია
ხაზი 42:
[[ფაილი:Spot in 2367 (TNG- "In Theory").jpg|left|მინი|სპოტი, დეიტას კატა]]
დეიტა მუდამ ცდილობდა გამხდარიყო უფრო ადამიანური. მთელი სერიალის მანძილზე იგი ცდილობდა ეხუმრა (იგი დიდ დროს უთმობდა იუმორის ათვისებას). ასევე მას გააჩნდა გარკვეული გამოცდილება რომანტიკულ ურთიერთობებში. დეიტას ყავდა კატა სახელად სპოტი. 2371 წლიდან იგი იყენებდა ემოციის ჩიპს, რომელიც საშუალებას აძლევდა გაეცინა, ეტირა და გამოეხატა სხვადასხვა ემოციები. მისიების დროს მას რამდენჯერმე მოუწია ამ ჩიპის გამორთვა მისიის შესრულებიათვის.
 
2366 დეიტამ შექმნა მისი მსგავსი ანდროიდი რომელსაც დაარქვა ლალი. მან მისცა ლალს უფლება თვითონ აერჩია საკუთარი სქესი და გარეგნობა. ასე გახდა ლალი მისი ქალიშვილი. დეიტა ასწავლიდა მას სამყაროს აღთქმას, ადამიანებთან ურთიერთობას, ქცევას, ადამიანურ რეაქციებს.
 
[[ფაილი:Data lal.jpg|მინი|დეიტა და ლალი]]
ლალმა გადააჭარბა დეიტას: მას შეეძლო უფრო ადამიანურად საუბარი და გააჩნდა ემოციები. თუმცა მისი ემოციები აღმოჩნდნენ არასტაბილურები. ვარსკვლავურ ფლოტში გაიგეს რა ახალი ანდროიდის შესახებ, გადაწყვიტეს გადაეყვენათ იგი ლაბორატორიაში მიუხედავად დეიტასა და კაპიტან პიკარის პროტესტისა. ლალმა ძალიან განიცადა ეს. ზედმეტმა ემოციებმა გამოიწვიეს მისი სისტემის დაზიანება. მიუხედავად დეიტას მცდელობისა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისი გამორთვის შემდეგ დეიტამ გადაიტანა მისი მოგონებები თავის მეხსიერებაში.
 
=== დამოკიდებულება ეკიპაჟის წევრებთან ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დეიტა“-დან