დეიტა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
დაემატა ახალი ცნობები, დაემატა/შესწორდა ილუსტრაცია
ხაზი 5:
|რასა = [[ანდროიდი]]
|სქესი = მამრობითი
|დაბ_თარიღი = [[2 თებერვალი]] [[2338]] (აქტივაციის თარიღი)
|დაბ_ადგილი = კოლონია ომიკრონ თეტა<ref>http://www.startrek.com/database_article/data</ref>
|გარდ_თარიღი = 2379
ხაზი 26:
|imdb_id = 0001459
}}
'''დეიტა''' ({{lang-en|Data}}) — [[ვარსკვლავური გზა|ვარსკვლავური გზის]] პერსონაჟი, მეორე ოფიცერი ხომალდზე „ენტერპრაიზი“. მონაწილეობს სერიალში [[ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა]] და მომდევნო ფილმებში ([[ვარსკვლავური გზა: თაობები|თაობები]], [[ვარსკვლავური გზა: პირველი კონტაქტი|პირველი კონტაქტი]], [[ვარსკვლავური გზა: აჯანყება|აჯანყება]], [[ვარსკვლავური გზა: შურისგება|შურისგება]]).
 
დეიტა იყო პირველი ანდროიდი რომელიც მსახურობდა ვარსკვლავურ ფლოტში. იგი შექმნა დოქტორმა [[ნუნენ სუნგი|ნუნენ სუნგმა]] 2330-იან წლებში, დაიღუპა 2379 წელს ბრძოლაში.
 
== ბიოგრაფია ==
 
დეიტა იყო ერთ-ერთი დოქტორ სუნგის შექმნილი 6 ანდროიდიდან. იგი აღმოაჩინა ხომალდმა „ტრიპოლი“ 2338 წლის 2 თებერვალს, მას შემდეგ რაც კოლონია განადგურებულ იქნა კრისტალური არსების მიერ. [[2341]] წელს ჩაირიცხა ვარსკვლავური ფლოტის აკადემიაში და გაიარა 4 წლიანი კურსი. მისი პირველი დანიშნულება ისო ხომლდზე „ტრიესტი“. 3 წლის სამსახურის შემდეგ მან მიიღო ლეიტენანტის წოდება, ხოლო 2360 წელს ლეიტერნანტ-კამანდირის.
 
2364 წლს დაინიშნა მეორე ოფიცრად ხომალდზე „ენტერპრაიზ D“. იგი მსახურობდა ენტერპრაიზზე 2371 წლამდე და ასრულებდა სხვადასხა მოვალეობებს: ოფიცერი მეცნიერების დარგში, მეორე ოფიცერი და სხვა. მას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის: „მედალი მამაცობისთვის“ „ვარსკვლავური ჯვარი“.
 
დეიტა დაიღუპა 2379 წელს ხომალდის გადარჩენისას. როცა კაპიტან პიკარის კლონი შიზონი აპირებდა ენტერპრაიზის განადგურებას, იგი პიკართან ერთად გადავიდა შიზონის ხომალდზე და ცდილობდა მის შეჩერებას. დეიტამ ტელეპორტატორი საშუალებით გააგზავნა კაპიტანი პიკარი ენტერპრაიზზე და ააფეთქა ხომალდი.
 
=== სწრაფვა ადამიანურობისკენ ===
 
[[ფაილი:Spot in 2367 (TNG- "In Theory").jpg|left|მინი|სპოტი, დეიტას კატა]]
დეიტა მუდამ ცდილობდა გამხდარიყო უფრო ადამიანური. მთელი სერიალის მანძილზე იგი ცდილობდა ეხუმრა (იგი დიდ დროს უთმობდა იუმორის ათვისებას). ასევე მას გააჩნდა გარკვეული გამოცდილება რომანტიკულ ურთიერთობებში. დეიტას ყავდა კატა სახელად სპოტი. 2371 წლიდან იგი იყენებდა ემოციის ჩიპს, რომელიც საშუალებას აძლევდა გაეცინა, ეტირა და გამოეხატა სხვადასხვა ემოციები. მისიების დროს მას რამდენჯერმე მოუწია ამ ჩიპის გამორთვა მისიის შესრულებიათვის.
 
=== დამოკიდებულება ეკიპაჯის წევრებთან ===
 
'''[[კეტრინ პულასკი]]'''
 
ექიმი რომელმაც შეცვალა [[ბევერლი კრაშერი]] ერთი წლით. დიდი ხნის მანძილზე ვერ ეგუებოდა ფაქტს რომ ყველა ექცეოდა დეიტას როგორც ადამიანს. ხშირად ეშლებოდა მისი სახელი (ეძეხდა დატას). დეიტა რეაგირებდა ამაზე როგორც ყოველთვის მშვიდად და უსწორებდა შეცდომას.
 
'''[[ტაშა იარი]]'''
 
სერიალის მეორე სერიაში როცა ეკიპაჟი აღმოჩნდა გაურკვეველი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, მათ შორის იყო კავშირი. შემდგომ ტაშამ უთხრა: „ჩვენს შორის არაფერი მომხდარა“. მათ შორის ურთიერთობა იყო თბილი და მეგობრული. ტაშა იარის დაღუპვის შემდეგ დეიტა ინხავდა მის ჰოლოგრამას.
 
'''ჯენა სორა'''
 
ხვდებოდა გარკეული დროის მანძილზე დეიტას, რომელმას სპეციალურად მისტვის დაწერა პროგრამა. მოგვიანებით ჯენა მიხვდა რომ დეიტას არ ქონდა გრძნობები (წინა პარტნიორს იგი დაშორდა სწორედ იმიტომ რომ ეჩვენებოდა უყურადღებოდ) და გაწყვიტა ურთიერთობა.
 
== ტექნიკური და ფიზიოლოგიური მონაცემები ==
 
დეიტას ჩონჩხი შეიცავს 24,6 კგ. პოლიმერული მასალებს, 11,8 კგ. [[მოლიბდენი|მოლიბდენს]], [[კობალტი|კობალტს]] და 1,3 კგ. უჯრედულ საფარველს. თავის ქალა შექმნილია კორტენიდისა და დურანიუმისგან. მონაცემთა დამუშავების სიჩქარე: 60 ტრილიონი ოპერაცია წამში. მონაცემთა გადაცენის არხების გამტარობა 100 პეტაბაიტი/წმ. 2369 წელს ექიმი [[ჯულიან ბაშირი]] იკვლევდა დეიტას და აღმოაჩინა რომ მისი თმა არ იზრდება თავისით და მას შეუძლია აკინტროლოს თმის ზრდა, მისი კანი კი „სუნთქავს“ და ამარაგებს უჯრედულ გარსს ჟანგბადით. დეიტას აგრეთვე შეუძლია სიზმრების ნახვა.
 
== გამოხმაურება ==
 
ჟურნალმა „ფანტასტიკის სამყარო“ დააყენა დეიტა მეექვსე ადგილზე სიაში „ყველაზე-ყველაზე რიბოტები“. ავტორმა მიუთითა რომ დეიტა არის ჭკვიანი, კეთილი და ერთგული ანდროიდი, რომელიც ცდილობს განვითარდეს და დაემსგავსოს ადამიანს<ref>http://www.mirf.ru/Articles/art1618.htm</ref>.
 
ამავე ჟურნალმა დააყენა დეიტა და მისი ტყუპისცალი ლორა მეათე ადგილზე სიაში „ყველაზე-ყველაზე ფანტასტიკური ტყუპები“<ref>http://www.mirf.ru/Articles/art1955.htm</ref>.
 
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დეიტა“-დან