ერეკლე II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 16 interwiki links, now provided by Wikidata on d:q379624 (translate me)
ხაზი 78:
 
[[სურათი:Irakli II 1.jpg|250პქ|მარცხნივ|მინი|ერეკლე მეფის ძეგლი [[თელავი|თელავში]].]]
ერეკლე II-მ ხელისუფლების ცენტრალიზაციისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა. შეზღუდა თავნება თავადები და გააუქმა ზოგიერთი სათავადო (არაგვის, ქსნის); დაასახლა უცხოელ დამპყრობთადამპყრობელ
თა შემოსევების შედეგად მოოხრებული რაიონები; გაატარა ბატონყმური ურთიერთობის რეგლამენტაცია ფეოდალთა შეზღუდვის მიზნით; იღვწოდა უცხოელ მოახალშენეთა მოზიდვისა და სამეფო საკუთრების გაზრდისათვის; გამოსცა კანონი ([[1765]] წ.), რომლის ძალითაც ტყვეობიდან თავისი სახსრებითა და ინიციატივით დაბრუნებულ გლეხს თავისუფლება ენიჭებოდა; შექმნა და გაამრავლა თავისუფალ მიწათმფლობელ-მოლაშქრეთა ფენა; შექმნა მორიგეობის პრინციპზე დამყარებული მუდმივი ჯარი; აღადგინა [[საკუთრების ქალაქური წესი]] ([[1770]] წ.); აკრძალა ოსმალობა-ყიზილბაშობის დროს განახლებული ყმათა უმამულოდ გაყიდვა და ტყვეებით ვაჭრობა; დარაზმა ხალხი ტყვეთა გატაცების წინააღმდეგ საბრძოლველად ([[1772]] წ.). მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა სახელმწიფოებრივი წყობილების გადასახალისებლად; რუსეთის მიბაძვით შემოიღო სამხედრო სისტემა; სცადა მმართველობა ცალკეული უწყებების მიხედვით დაენაწილებინა: „საგარეო საქმეთა“, „სახელმწიფო შემოსავლისა“ და „სამხედრო საქმეთა“ დარგებად.
 
ერეკლე II ენერგიულ ღონისძიებებს მიმართავდა მრეწველობის და კულტურის განვითარებისათვის, რის შედეგადაც გაჩნდა ფაბრიკები და ქარხნები (შაქრის, მინის, სარკის, ბროლის, შალის, სანთლის, იარაღის,საპნის, აგურის, თიხის ჭურჭლის დამამზადებელი საწარმოები. ზეთსახდელი, მარილსახდელი, თამბაქოს დამამზადებელი,შაქრისმწარმოებელი ქარხნები, სამღებროები), განვითარდა სამთამადნო წარმოება (სპილენძის, ოქრო-ვერცხლის, თუჯის, რკინის), დიდი შემოსავალი შემოდიოდა ახტალის ლითონის მადნებიდან (ამ მადნიდან პირველად მიღებული ოქროდან ერეკლემ ოქროს ბარძიმი დაამზადებინნა და მცხეთის სვეტიცხოველს შესწირა ); განნახლდა [[ზარაფხანა]],იჭრებოდა ვერცხლისა და სპილენძის ფული, ამუშავდა იარაღის, დენთის, ზარბაზნის დამამზადებელი ქარხნები. თბილისში დუქნების რიცხვი ხუთასამდე აღწევდა. თბილისში ყოველდღე სხვადასხვა სახის საქონლით დატვირთული ქარავნები შემოდიოდა და აქედანაც გაჰქონდათ ტვირთი ვაჭრებს. შენდებოდა ახალი შენობები დაციხეები, თუმცა თბილისის შიდა ციხე დაანგრიეს, რადგან მტრის შემოსევის საშიშროება აღარ იყო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერეკლე_II“-დან