ჟან-ლუკ პიკარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ბიოგრაფია: დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 27:
 
== ბიოგრაფია ==
 
ჟან-ლუკ პიკარი დაიბადა 2305 წლის 13 ივლისს ლა ბარში (საფრანგეთი). ბავშვობა გაატარა საოჯახო მეურნეობაში, თუმცა ყოველთვის ოცნებობდა [[ვარსკვლავური ფლოტი|ვარსკვლავურ ფლოტში]] სამსახურზე<ref name="Encyc">{{cite book|title=[[The Star Trek Encyclopedia]]|author=[[Michael Okuda|Okuda, Mike]] and Denise Okuda, with Debbie Mirek|publisher=Pocket Books|isbn=0-671-53609-5|year=1999}}</ref>. 2323 წელს მან დაამთავრა [[ვარსკვლავური ფლოტის აკადემია]].
 
2328 წელს პიკარი მოხვდა ჩხუბში რა დროსაც მძიმედ დაიჭრა და დასჭირდა ხელოვნური გულის გადანერგვე (რომელიც მოგვიანებით ორჯერ შეუცვალეს: 2365 და 2369 წლებში)<ref name="Encyc" />.
 
2333 წელს პიკარი დაინიშნა კაპიტნის პირველ თანაშემწედ ხომალდზე „სტარგეიზერი“ ({{lang-en|USS Stargazer NCC-2893}}). კაპიტნის გარდაცვალების შემდეგ იგი დაინიშნა ხომალდის მეთაურად და იკავებდა ამ თანამდებობას 22 წლის მანძილზე<ref name="Encyc" />.
 
2355 წლს „სტარგეიზერი“ პიკარის მეთაურობით ებრძოდა ფერენგებს. კაპიტანმა გამოიყენა მის მიერ შემუშავებული ტაქტიკა (რომელსაც მოგვიანებით უწოდეს „პიკარის მანევრი“). მოწინააღმდეგის ხომალდი განადგურდა, თუმცა „სტარგეიზერიც“ მძიმედ დაზიანდა და პიკარი იძულებული იყო დაეტოვებინა იგი. ამის გამო იგი გადასცეს ტრიბუნალს სადაც იგი გაამართლეს.
 
2364 წლის 14 თებერვალს პიკარი დაინიშნა „გალაქტიკის“ კლასის ახალი ხომალდის „ენტერპრაიზ D“-ს კაპიტნად. პირველივე მისიისას ხომალდი გადაეყერა უცნაური, ყოვლისშემძლე რასის [[ქიუ]]ს წარმომადგენელს, რომელიც მომავალშიც ხშირად ხვდება მათ. 2365 წელს ქიუმ მოუწყო „შეხვედრა“ ბორგებთან, რის შედეგადაც პიკარმა დაკარგა ეკიპაჟის 18 წევრი. ამ ფაქტმა დაანახა ვარსკვლავურ ფლოტს ბორგებისგან მომავალი საფრთხე.
 
2366 წლის ბილოს „ენტერპრაიზი“ შეეჩეხა დედამიწის მიმართულებით მოძრავ ბორგების კუბს. მათ გაიტაცეს კაპიტანი პიკარი და მოახდინეს მისი ასიმილირება (მიუერთეს იგი „კოლექტიურ გონებას“). მოგვიანებით ექიმმა [[ბევერლი კრაშერი|ბევერლი კრაშერმა]] მოახერხა მისი განთავისუფლება.
 
„ენტერპრაიზ D“-ს განადგურების შემდეგ ([[ვარსკვლავური გზა: თაობები]]), პიკარი გადადის ახალ ხომალდზე „ენტერპრაიზ E“ ({{lang-en| USS Enterprise NCC-1701-E}}).
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჟან-ლუკ_პიკარი“-დან