შაჰნამე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: მინი| '''შაჰნამე''' — „მეფეთა წიგნი“ ანუ „წიგნი მეფეთ...
 
No edit summary
ხაზი 1:
[[File:Shahnameh3-1.jpg|მინი|]]
'''შაჰნამე''' — „მეფეთა წიგნი“ ანუ „წიგნი მეფეთა შესახებ“, ძველ ირანელ მეფეთა ისტორიული ქრონიკების, ეპიკური თხზულებების, მითოლოგიური გადმოცემებისა და ლეგენდების კრებული. ჯერ კიდევ სასანიანთა ეპოქაში შეიქმნა ფალაური ქრონიკების ციკლი „ხვატაინამაკი“. გარდა ისტორიული ცნობებისა აქ თავმოყრილი იყო ირანელი ხალხების მიერ შეთხზული მითებისა და ლეგენდების ფრაგმენტები. [[VIII საუკუნე|VIII]]-[[IX საუკუნე]]ებში [[არაბული ენა|არაბულ ენაზე]] გაჩნდა ფალაური ძეგლის ათამდე თარგმანი („ხოდაინამე“ — „მეფეთა ცხოვრება“). არც ორიგინალს, არც არაბულ თარგმანებს ჩვენამდე არ მოუღწევია, წყაროებმა ([[ალ-მასუდი]], [[ალ-ისტახრი]]) შემოგვინახეს მხოლოდ მთარგმნელთა სახელები ([[იბნ ალ-მუკაფა]], [[ბარმაქი]] და სხვა) და ცალკეული დეტალები. „სპარსთა მეფეთა ცხოვრებას“ იყენებს და იხსენიებს ქართველი ისტორიკოსი [[ლეონტი მროველი]]. ფალაური და არაბული წყაროების ხარჯზე გაჩნდა „შაჰნამეს“ ახალი პროზაული და პოეტური ციკლები ახალ სპარსულ (დარი) ენაზე ([[მასუდ მარვაზი]], [[აბუ ლ-მუაიად ბალხი]], [[აბუ მანსური]], [[აბუ-ალი ბალხი]]). მათი სისტემატიზაციის პირველი ცდა ეკუთვნის [[დაყიყი]]ს, რომლის დაწყებული საქმე წარმატებით დააგვირგვინა [[ფირდოუსი]]მ.
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|10|697-698|გვახარია ა.}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შაჰნამე“-დან