ერეკლე დეისაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

პოეტი, მუსიკოსი და პროზაიკოსი
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა პიროვნება |სახელი = ერეკლე დეისაძე |მშობსახელ...
(განსხვავება არ არის)

00:30, 14 მარტი 2013-ის ვერსია

ერეკლე დეისაძე (დ. 2 აპრილი, 1990, ქუთაისი) — ქართველი მწერალი, მუსიკოსი, რეჟისორი.

ერეკლე დეისაძე
დაბადების სახელი ერეკლე დეისაძე
დაბადების თარიღი 2 აპრილი 1990 წელი
ქუთაისი. საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
ალმა-მატერი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
პროფესია მწერალი, მუსიკოსი, რეჟისორი
საქმიანობა მწერალი, მუსიკოსი
მეუღლე(ები) კრავაი ტყემალაძე

ბიოგრაფია

დაამთავრა ქუთაისის პირველი საჯარო სკოლა. აგრეთვე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი.

მუსიკალური კარიერა დაიწყო ჯგუფში პარალელური თაობა. [1] 2010 წელს გამოსცა პოლიტიკურ–რელიგიურ თემებზე დაფუძნებული წიგნი საიდუმლო სირობა.[2] რომელსაც საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. რელიგიურ წრეებში წიგნი მკრეხელობად და რელიგიის კერძოდ კი მართლმადიდებლობის შეურაწყოფად მონათლეს. გაიმართა საპროტესტო აქციები წიგნის გაყიდვიდან ამოღების მოთხოვნით. [3] საზოგადოების მეორე ნაწილში კი პირიქით მოწონება დაიმსახურა და ერეკლე დეისაძის მხარდასაჭერი აქციები მოაწყვეს. [4]

2012 წელს დაარსა პანკ ჯგუფი 40 კილომეტრში. გადაიღო პოლიტიკური ხასიათის კლიპები. [5] [6] [7] მონაწილეობა მიიღო კლიპში სისტემა უნდა დაინგრეს. [8]რომელიც საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარ სკანდალს მიეძღვნა და ქართველმა არტისტებმა გააპროტესტეს ძალადობა ციხეებში.

2013 წელს გამოსცა რიგით მეორე წიგნი დამლაგებელი. რომანში ასახულია საქართველოს რეალობის ავტორისებული ხედვა.

ბიბლიოგრაფია

  • „საიდუმლო სირობა“, მოთხრობების კრებული, 2010.
  • „დამლაგებელი“, რომანი, 2013.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. რუსთავი 2 გადაცემა უსმინე ცოცხლად
  2. საიდუმლო სირობის პრეზენტაცია
  3. საპროტესტო აქცა
  4. მხარდასაჭერი აქცია
  5. ვაზელინის პარტია
  6. გამარჯობა აფხაზეთო
  7. მიშა რავარია?!
  8. სისტემა უნდა დაინგრეს