ერთა ლიგა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 76 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q38130
No edit summary
ხაზი 4:
ერთა ლიგა დაარსდა [[1919]]-[[1920]] წლების [[ვერსალის ხელშეკრულება|ვერსალის ხელშეკრულებით]]. ლიგის ჩამოყალიბების საფუძვლად არსებული დიპლომატიური ფილოსოფია რადიკალური წინსვლა იყო წინა ას წელთან შედარებით. ლიგას არ ჰყავდა საკუთარი შეიარაღებული ძალები და ამგვარად მისი რეზოლუციების შესრულებაში ზესახელმწიფოების იმედზე რჩებოდა, თუმცა ეს უკანასკნელნი ხშირად ამ ფუნქციის შესრულებისგან თავს იკავებდნენ.
 
ერთა ლიგის დამფუდძნებელი იყო 44 ქვეყანა. მათ შორის არ იყო ორი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო: [[აშშ]] და [[რუსეთი]]. ერთა ლიგის მუშაობას გენერალური მდივანი ხელმძღვანელობდა,გენერალური სამდივნოს საშუალებით. ერთა ლიგის მთავარი მმართველი ორგანოები,რომლებიც მდებარეობდა ჟენევაში იყო:1) საბჭო ;2) ასსამბლეა; 3) საერთაშორისო სასამართლო. საბჭო- შედგებოდა 4 მუდმივი და 4 არჩევითი წევრისაგან. მუდმივი წევრები იყვნენ [[იტალია]], [[საფრანგეთი]], [[დიდი ბრიტანეთი]] და [[იაპონია]]. [[1934]] წელს ლიგაში მიიღეს რუსეთი, [[1939]] წელს კი როდესაც რუსეთმა ომი გამოუცხადა ფინეთს ის გარიცხეს ერთა კავშირიდან. ასამბლეა მსოფლიო პარლამენტის შექმნის პირველი მცდელობა. ასამბლეაზე განიხილებოდა სხვადასხვა სახის მსოფლიო პრობლემები. ნებისმიერ სახელმწიფოს უფლება ჰქონდა ვეტო დაედო ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, ამიტომ ხშირად მნიშვნელოვანი საკითხები იბლოკებოდა. საერთაშორისო სასამართლო-მდებარეობდა ქ. [[ჰააგა]]ში შედგებოდა სხვადასხვა ქვეყნიდან არჩეული 15 მოსამართლისგან და განიხილავდა ქვეყანათა შორის დავებს. ჩამოთვლილთა გარდა ერთა ლიგას ჰქონდა სხვა კომიტეტებიც, რომლებიც ზრუნავდნენ: ქალთა უფლებების დაცვაზე, ბავშვთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე,ეკონომიკურ და ფინანსურ პრობლემებზე. 1941 წელს ერთა ლიგის ასამბლეის გენერალური სხდომა გაიმართა. 1946 წლის აპრილში ერთა ლიგამ თვითლიკვიდაცია მოახდინა და ასპარეზი დაუთმო თავის მემკვიდრეს, [[გაერთიანებული ერების ორგანიზაცია]]ს.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერთა_ლიგა“-დან