კარლ ლინე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 29:
[[1762|1762 წელს]] კარლ ლინე აირჩიეს პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრად (იგი იყო აგრეთვე ლონდონის სამეფო სამეცნიერო საზოგადოების, ბერლინის, პეტერბურგისა და სხვა აკადემიების წევრი). მცენარეთა და ცხოველთა უნივერსალური კლასიფიკაციური სისტემა ლინემ გამოაქვეყნა [[1735|1735 წელს]]. მცენარეთა და ცხოველთა კლასიფიკაციის ერთეულად მას მიაჩნდა [[სახეობა]]. სახეობას ლინე უწოდებდა ისეთი ინდივიდების ერთობლიობას, რომლებიც ეჯვარებიან ერთმანეთს და ნაყოფიერ შთამომავლობას იძლევიან. მსგავს სახეობებს იგი აერთიანებდა [[გვარი (ბიოლოგია)|გვარებად]], გვარებს — [[რიგი (ბიოლოგია)|რიგებად]], რიგებს — [[კლასი (ბიოლოგია)|კლასებად]]; სახეობის შიგნით გამოყოფდა სახესხვაობებს. გამრავლების ორგანოთა აგებულების თავისებურებების საფუძველზე ლინემ [[მცენარე]]ები 24 კლასად დააჯგუფა. [[ყვავილოვანი მცენარეები]] მტვრიანებისა და ბუტკოების რაოდენობის, ზომის, ფორმის და განლაგების მიხედვით 23 კლასად დაყო; 24-ე კლასში გააერთიანა [[გვიმრები]], [[ხავსები]], [[წყალმცენარეები]] და [[სოკოები]].
 
[[ფაუნა|ცხოველთა სამეფო]] ლინემ დაყო 6 კლასად: [[ძუძუმწოვრები|ძუძუმწოვრებად]], [[ფრინველები|ფრინველებად]], [[ქვეწარმავლები|ქვეწარმავლებად]] (ამ კლასს მიაკუთვნა [[ამფიბიები]]ც), [[თვზებითევზები|თევზებად]], ჭიებად (ჭიების კლასში გააერთიანა ყველა უხერხემლო ცხოველი, გარდა [[მწერები]]სა) და [[მწერები|მწერებად]]. [[ადამიანი]] ლინემ მიაკუთვნა ძუძუმწოვრების კლასს, პრიმატების რიგს. ლინემ განახორციელა [[ბოტანიკა|ბოტანიკური]] და [[ზოოლოგია|ზოოლოგიური]] ნომენკლატურის რეფორმა. მან მეცნიერებაში საბოლოოდ დაამკვიდრა ეგრეთ წოდებული [[ბინარული ნომენკლატურა]]. ლინემ აღწერა და სახელწოდება მიაკუთვნა მცენარეთა და ცხოველთა 10000-ზე მეტ სახეობას. ლინემ გაამარტივა და დახვეწა აღწერილობითი ბოტანიკური და ზოოლოგიური ენა; შეიმუშავა ბოტანიკური ტერმინოლოგია (მის მიერ შემოღებულ ტერმინთაგან ბევრი ამჟამადაც იხმარება).
 
ლინე მეტაფიზიკური მსოფლმხედველობის პოზიციებზე იდგა. მას მიაჩნდა, რომ სახეობები მათი „შექმნის“ დღიდან არ შეცვლილა, თუმცა სიცოცხლის ბოლო წლებში ლინემ გამოთქვა ვარაუდი საწყისი სახეობების შეჯვარების შედეგად ახალ ფორმათა წარმოქმნის შესაძლებლობის შესახებ. გარდა ბოტანიკური და ზოოლოგიური ნაშრომებისა, ლინემლინეს ეკუთვნის გამოკვლევები [[მედიცინა|მედიცინის]], აგრეთვე [[გეოლოგია|გეოლოგიისა]] და [[პალეონტოლოგია|პალეონტოლოგიის]] დარგში. იმ დორინდელდროინდელ საექიმო პრაქტიკაში მან ბევრი მცენარეული საშუალება შეიტანა. ლინემ შექმნა [[თერმომეტრი]], რომელიც ახლა „ცელსიუსის თრრმომეტრის“თერმომეტრის“ სახელითაა ცნობილი.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარლ_ლინე“-დან