ბაგრატუნები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Bagratuni flag.svg|მინი|ბაგრატუნების დროშა]]
'''ბაგრატუნები''', ბაგრატიდები - ძველი [[სომხები|სომხური]] არისტოკრატიული საგვარეულო, სამეფო დინასტია [[885]]-[[1045]] წლებში. უძველესი ცნობები მათ შესახებ ძვ. წ. I საუკუნეს განეკუთვნება. სომეხი [[არშაკუნიანები]]ს კარზე ბაგრატუნებს ასპეტისა და გვირგვინის დამდგმელის მემკვიდრეობითი თანამდებობა ეკავათ.
 
არაბების დროს [[VIII საუკუნე|VIII]]-[[IX საუკუნე|IX]] საუკუნეებში ისინი თანდათანობით დაეუფლნენ [[სომხეთი]]ს უმეტეს ნაწილს. ბაგრატუნების სამფლობელოს გული იყო [[შირაკი]]. ბაგრატუნებმა სომხეთის „მთავართა მთავრობა“ მოიპოვეს და სათავეში ჩაუდგნენ განმათავისუფლებელ ბრძოლას არაბების წინააღმდეგ. [[886]] წელს [[აშოტ I]] ბაგრატუნი გამოცხადდა მეფედ. ბაგრატუნები იბრძოდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და გაერთიანებისათვის, მათ განავრცეს სომხეთის საზღვრები. [[961]] წელს სამეფოს სატახტო ქალაქი [[ანისი|ანისში]] გადაიტანეს და ამიერიდან მათი სამფლობელო [[ანისის სამეფო]]დ იწოდებოდა. სამეფო დინასტიამ ძალაუფლების ზენიტს მიაღწია [[X საუკუნე|X]] საუკუნის II ნახევარში და [[XI საუკუნე|XI]] საუკუნის დასაწყისში, [[აშოტ III]], [[სმბატ II]] და [[გაგიკ I]] დროს. [[1045]] წელს სომხეთი [[ბიზანტია]]მ დაიპყრო. უკანასკნელი ბაგრატუნი მეფე [[გაგიკ II]] ბიზანტიაში დააკავეს (1045), რის შემდეგ სამეფო დინასტიის არსებობა შეწყდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაგრატუნები“-დან