მოზამბიკის ეკონომიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 37:
 
'''მოზამბიკის ეკონომიკის''' განვითარება დაიწყო [[მოზამბიკის სამოქალაქო ომი]]ს ([[1977]]–[[1992]]) დასრულების შემდეგ, თუმცა დღეს ქვეყანა შედის მსოფლიოს უღარიბეს და განუვითარებელ ქვეყანათა რიგებში. [[1987]] წლიდან მოზამბიკის მთავრობამ, ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით, მაკროეკონომიკური რეფორმების სერია გაატარა. ეკონომიკის გაუმჯობესებისკენ მიმართული ეს ნაბიჯები, შერწყმული იყო დონორთა დახმარებასა და პოლიტიკურ სტაბილურობაზე.[[1994]] წელს მოზამბიკში, პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა, თუმცა ყველა ცდა უშედეგო იყო: ეკონომიკა არ გაუმჯობესდა. [[1990]]-იან წლებში [[ინფლაცია|ინფლაციის]] მაჩვენებელი საგრძნობლდა შემცირდა, თუმცა [[2000]]-[[2002]] წლებში ინფლაციამ საგრძნობლად იმატა. მალევე გატარდა ფისკალური რეფორმები, მათ შორის საბაჟო სამსახურის რეფორმა; დაინერგა დამატებითი ღირებულების გადასახადი, გაუმჯობესდა მთავრობის შემოსავლები და შესაძლებლობები. მიუხედავად ამ მიღწევებისა, მოზამბიკის წლიური ბიუჯეტი რჩება უცხოურ გრანტებზე დამოკიდებული და მოსახლეობის უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. ქვეყნის სამუშაო ძალის უმრავლესობა [[სოფლის მეურნეობა]]შია კონცენტრირებული.
 
==სოფლის მეურნეობა==
სოფლის მეურნეობა მოზამბიკის ეკონომიკის წამყვანი ნაწილია. მისი წილი ქვეყნის [[მშპ]]-ის 22%-ია. ქვეყნის მასშტაბით დასამუშავებლად გამოსადეგია 36 მილიონი ჰექტარი მიწა, მაგრამ დამუშავებული მხოლოდ 5,4 მილიონი ჰექტარია, რომლიდანაც ირწყვება 120 ათასი ჰექტარი. საექსპორტო პროდუქციაში სოფლის მეურნეობის პროდუქტების წილი 25%-ია. მოზამბიკში [[მეცხოველეობა]]ს სამხრეთ რეგიონებში მისდევენ. გაშენებულია [[ბრინჯი]]ს, [[არაქისი]]ს,[[შაქრის ლერწამი|შაქრის ლერწმის]], [[ფორთოხალი|ფორთოხლის]], [[კოლა (მცენარე)|კოლას]], [[ნესვის ხე|ნესვის ხის]] და ა.შ. პლანტაციები.
 
 
==სქოლიო==