ლენინგრადის ოლქი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 53:
 
[[XIII საუკუნე|XIII]]-[[XIV საუკუნე]]ებში ოლქის მიმდებარე მიწები ბრძოლის არენა გახდა, ერთ-ერთი ასეთი იყო: ნოვგოროდისა და ფსკოვის რესპუბლიკების ბრძოლა [[ლივონია|ლივონიის]] მმართველებისა და შვედი ფეოდალების წინააღმდეგ. [[1240]] წელს გაიმართა ერთ-ერთი ცნობილი [[ნევის ბრძოლა]], სადაც რუსულმა საჯარისო ნაწილებმა, მთავარ [[ალექსანდრე ნეველი]]ს მეთაურობით გაანადგურეს შვედები. ჩრდილოეთ საზღვრის უკეთ დაცვისთვის რუსებმა [[XIII საუკუნე|XIII]]-[[XIV საუკუნე]]ებში შემდეგი ციხე-სიმაგრეები: [[კინგისეპი|იამი]], კოპორი, ორეშეკი, კორელა, ტივერსკი.
 
[[1478]] წლის [[იანვარი|იანვარში]] [[ნოვგოროდის რესპუბლიკა]]მ შეწყვიტა არსებობა, რადგან რესპუბლიკა [[მოსკოვის დიდი სამთავრო]]ს მმართველმა [[ივანე III]]-მ დაიპყრო. ნოვგოროდის რესპუბლიკის მოსკოვის დიდ სამთავროსთან შეერთების შემდეგ ნოვგოროდის მიწების დიდი ნაწილი დაიყო პიატინებად, რომელთა საზღვრები ძირითადად მდინარეებზე გადიოდა, თავის მხრივ, პიატინებიც იყოფოდა ორ-ორ ნაწილად. [[XV საუკუნე|XV საუკუნის]] ბოლოსა და [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] დასაწყისში ნოვგოროდის მიწები აღწერეს მოსკოველმა აღმწერებმა, რომლებიც სპეციალურად ამისათვის მიავლინეს მოსკოვიდან. ეს მონაცემები ერთიანად გამოქვეყნდა, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიებისა და ლენინგრადის ოლქის გარკვეული ნაწილის ისტორიასა და გეოგრაფიას მოიცავდა. ლენინგრადის ოლქის მრავალი დასახლების დაარსების თარიღად სწორედ ამ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია ითვლება.
 
==ფიზიკურ-გეოგრაფიული მახასიათებლები==