დავით ბადრიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 1 interwiki links, now provided by Wikidata on d:q4074991 (translate me)
No edit summary
ხაზი 3:
[[1924]] წელს დაამთავრა [[თსუ]] სამედიცინო ფაკულტეტი, [[1926]] თბილისის სახელმწიფო [[კონსერვატორია]] (ე. ვრონსკის კლასი). [[1926]]-[[1934]] თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო (დებიუტი - ჰერცოგის პარტია ვერდი, ჯუზეპე | ჯ. ვერდის "რიგოლეტოში"). [[1934]]-[[1936]] მღეროდა ეკატერინბურგის, [[1936]]-[[1944]] კვლავ თბილისის, [[1944]]-[[1948]] მოსკოვის დიდი თეატრის საოპერო სცენებზე; [[1937]]-იდან სსრკ სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი იყო. [[1952]]-იდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის გნესინების სახელობის მუსიკალურ-პედაგოგიურ ინსტიტუტში [[1957]]-[[1958]], როგორც პედაგოგ-ვოკალისტი და კონსულტანტი, მივლინებული იყო კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა (ფხენიანი) და ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკაში (ჰანოი), სადაც ბადრიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა ეროვნული საოპერო დასი და დაიდგა [[ჩაიკოვსკი, პეტრე | პ. ჩაიკოვსკის]] "ევგენი ონეგინი" (პირველი საოპერო სპექტაკლი ვიეტნამში). [[1962]]-იდან ბადრიძე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგი იყო ([[1972]]-დან [[პროფესორი]]). [[1967]]-[[1970]] მივლინებული იყო ეგვიპტეში, კაიროს კონსერვატორიაში, სადაც დიდი მუშაობა ჩაატარა ეროვნული ვოკალური ხელოვნების განვითარებისათვის.
 
ბადრიძეს ჰქონდა ლამაზი ტემბრის, სრული დიაპაზონის ხმა, მაღალი ვოკალურ-სცენური კულტურა. შესრულებული აქვს ქართული და კლასიკური საოპერო რეპერტუარის მრავალი წამყვანი პარტია, რომელთაგან აღსანიშნავია: მალხაზი ([[ფალიაშვილი, ზაქარია | ზ. ფალიაშვილის]] "დაისი"), მეურმე ([[არაყიშვილი, დიმიტრი | დ. არაყიშვილის]] "თქმულება შოთა რუსთაველზე"), ერეკლე ( [[გოკიელი, ივანე | ი. გოკიელის]] "პატარა კახი"), კოტე ([[დოლიძე, ვიქტორ | ვ. დოლიძის]] "ქეთო და კოტე"), ჰერცოგი და ალფრედი ([[ვერდი, ჯუზეპე | ჯ. ვერდის]] "რიგოლეტო" და "ტრავიატა"), ფაუსტი ([[გუნო, შარლ | შ. გუნოს]] "ფაუსტი"), ჯერალდი ([[დელიბი, კლემან ფილიბერ | ლ. დელიბის]] "ჰოდმანის ზღაპრები"), ვერთერი ([[მასნე, ჟიულ | ჟ. მასნეს]] "ვერთერი"), ლენსკი (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"), სალოსი ([[მუსორგსკი, მოდესტ | მ. მუსორგსკის]] "ბორის გოდუნოვი") და სხვა. ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობასაც, გამოდიოდა ყოფილ სსრკ ქალაქებში (უპირატესად ქართული რეპერტუარით). გადაღებულია კინოფილმში "ჯურღაის ფარი" (ლეიტენანტი, ესპანელი სტუმარი, [[1944]]; [[სსრკ სახელმწიფო პრემია]], [[1950]]).
==ლიტერატურა==
* ქსე, ტ. 2, გვ. 137, თბ., 1977
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დავით_ბადრიძე“-დან