სიმსივნე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 19:
იმისდა მიხედვით თუ რომელი ქსოვილისაგან ვითარდება სიმსივნე, განარჩევენ მწიფე ანუ კეთილთვისებიან სიმსივნეს, რომელიც შენებით წააგავს დედურ ქსოვილს ([[ჰომეოპლაზია]]), და უმწიფარ ანუ ავთვისებიან სიმსივნეს რისი შენება მკვეთრად განსხვავდება დედური ქსოვილისაგან ([[ანაპლაზია]]).
=== წარმოშობა ===
სიმსივნის ქსოვილოვანი წარმოშობა და ხასიათი ასახულია მათ სახელწოდბებში - ქსოვილის სახელს, რომლისგანაც ვითარდება სიმსივნე ემატება დაბოლოება "ომა"„ომ“ა. მაგალითად, ფიბრომა - კეთილთვისებიანი სიმსივნე. განვითარებულია შემაერთებელი ქსოვილისაგან; მიომა - კეთილთვისებიანი სიმსივნე განვითარებულია კუნთოვანი ქსოვილისაგან. ზოგიერთი სიმსივნე განსაკუთრებულ სახელს ატარებს, მაგალითად, ეპითელიუმური ქსოვილისაგან განვითარებულ ავთვისებიან სიმსივნეს [[კარცინომა]] ეწოდება. ([[ბერნული ენა{{lang-gr|ბერძნულად]] καρκίνος}} - კიბო) ხოლო შემაერთებელი ქსოვილისაგან განვითარებულს - [[სარკომა]]. ზოგ ქვეყანაში ყველა ავთვისებიანი სიმსივნე კიბოს (კანცერის) სახელწოდებითაა ცნობილი.
==== დიფერენციაცია ====
კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებს შორის არსებული განსხვავება ისაა, რომ ავთვისებიანი სიმსივნისთვის დამახასიათებელია სწრაფი ზრდა, სიმსივნური უჯრედების შეჭრა ირგვლივმყოფ საღ ქსოვილებში (ინფილტრაციული ზრდა), სიმსივნური უჯრედების სისხლისა და ლიმფის გზით გადატანა დაშორებულ ორგანოებში და იქ მეორეული სიმსივნური კვანძების - [[მეტასტაზები]]ს გაჩენა, სიმსივნის ამოკვეთისას იმავე ადგილას განმეორებითი სიმსივნის განვითარება (რეციდივი).
<br />
სიმსივნის აღმოცენებამდე დიდი ხნით ადრე ქსოვილებში ხდება უჯრედთა ჯერ დიფუზური, ხოლო შემდეგ კეროვანი გამრავლება. ეს ცვლილებები ცნობილია როგორც სიმსივნისწინარე ანუ კიბოსწინარე მდგომარეობა. უკვე განვითარებული სიმსივნე დროთა განმავლობაში იძენს ახალ თვისებებს (სიმსივნის პროგრესია), რაც საფუძვლად უდევს სიმსივნური პროცესის დაყოფას სტადიებად.
===== განსაზღვრება =====
სიმსივნის განვითარების მიზეზებსა და ნორმალური უჯრედების სიმსივნურ უჯრედებად გარდაქმნის (მალიგნიზაციის) მექანიზმების შესახებ ცნობილია, რომ სიმსივნურ ზრდას იწვევს ვირუსი (ე.წ. ონკოგენური ანუ [[სიმსივნისმბადი ვირუსი]]), ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება (კანცეროგენული ნივთიერებების), მაიონიზებელი გამოსხივება, თამბაქოს კვამლში შემავალი ერთ-ერთი არომატული [[ნახშირწყალბადი]] - ბენზპირენი ფილტვის კიბოს განვითარების ძირითადი ფაქტორია.
ეპიდემიოლოგიური დაკვირვებები ადასტურებენ, რომ გარკვეული ქვეყნისა თუ რეგიონისათვის დამახასიათებელია სიმსივნეების ესა თუ ის სახე. [[იაპონია]]ში - კუჭის სიმსივნე, [[ინგლისი|ინგლისში]] - ფილტვის, [[აფრიკა]]ში - ღვიძლის, ახლო აღმოსავლეთში - პირის ღრუს და საყლაპავის. <br />
ადამიანებს შორის სიმსივნის სიხშირე დაკავშირებულია მოსახლეობის პოპულაციის თავისებურებასთან. მაგალითად, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მაღალია, სიმსივნით გამოწვეულ სიკვდილიანობას მეორე ადგილი უჭირავს გულსისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ. ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ყველაზე ხშირია სარძევე ჯირკვლის, კანის, საშვილოსნოს, კუჭისა და ფილტვის კიბო.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიმსივნე“-დან