IPTV: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ საერთაშორისო ბმულები
+ თარგი
ხაზი 1:
{{ვიკიფიცირება}}
==განმარტება==
IP-ტელევიზიის მარტივი განსაზღვრება არის¬ _ ტელევიზია, რომელიც ტრადიციული საეთერო ან საკაბელო მაუწყებლობის ნაცვლად მომხმარებელს მიეწოდება კომპიუტერული ქსელებისთვის შექმნილი ტექნოლოგიით. ეს არის სისტემა, რომლის მეშვეობითაც ციფრული ტელევიზიის სიგნალი მიეწოდება მომხმარებელს IP ქსელით. IPTV სტანდარტით გადაიცემა ვიდეო ნაკადი რომელიც კოდირებულია როგორც IP პაკეტები. ეს უმეტეს შემთხვევაში გულისხმობს ტრადიციული სატელევიზიო არხების მიღებას IP ქსელით. IP-ტელევიზია ხშირად არის გაერთიანებული VOD-თან (Video on Demand), ასევე ინტერნეტთან და IP-ტელეფონიასთან. ამ სერვისების ერთობლიობას ეწოდება Triple Play, მობილური სერვისის დამატება ქმნის Quadruple Play. IP-ტელევიზია როგორც წესი მიეწოდება მომხმარებელს ოპერატორის მიერ, რომელიც ფლობს საკუთარ ქსელს. საკუთარი ქსელის გამოყენება არ არის ერთადერთი მეთოდი და შესაძლებელია ტელევიზიის მიწოდება საერთო სარგებლობის ქსელით, კედძოდ იტერნეტით, ამ მეთოდს უწოდებენ ინტერნეტ ტელევიზიას.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/IPTV“-დან