ერიხ მარია რემარკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎ბიოგრაფია: გასწორდა პუნქტუაცია
ხაზი 8:
[[1904]]-[[1912]] წლებში რემარკი სახალხო სკოლაში სწავლობდა, სკოლის გამთავრების შემდეგ კი – 3 წელი კათოლიკურ სამასწავლებლო სემინარიაში, სადაც სახალხო სკოლების მასწავლებლებს ამზადებდნენ.
 
[[1915]] წელს ახალგაზრდულ წრეში "სიზმრების„სიზმრების მანსარდა"მანსარდა“ გაწევრიანდა. იმავე წელს დაამთავრა სამასწავლებლო სემინარიის მოსამზადებელი კურსი და სამეფო სამასწავლებლო სემინარიაში ჩაირიცხა. [[1916]] წლის [[21 ნოემბერი|21 ნოემბერს]] რემარკი ჯარში გაიწვიეს. [[1917]] წლიდან კი უკვე ფრონტზე გადაიყვანეს. ომის დროს რამდენიმეჯერ დაიჭრა. ამავე წელს გარდაიცვალა მისი დედა ანა მარია რემარკი. [[1918]] წელს იგი რკინის ჯვრის ორდენით დააჯილდოვეს.
 
[[პირველი მსოფლიო ომი]]ს დამთავრების შემდეგ რემარკი მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა. რემარკების ოჯახი ხაკენშტრასეს ქუჩაზე ცხოვრობდა, სადაც მისი რომანების მოქმედებები ვითარდება. [[1919]] წლიდან სამასწავლებლო სემინარიაში აგრძელებს სწავლას და მოსწავლეთა გაერთიანების მდივანი ხდება. ამავე წელს ჯარიდან დაეთხოვა და ჯილდოებზეც უარი თქვა.
ხაზი 14:
სახალხო სკოლის მასწავლებლის დიპლომის მიღების შემდეგ [[1920]] წელს ჯერ მასწავლებლად მუშაობს, მაგრამ ამ საქმეს მალევე ანებებს თავს და საფლავის ქვებით სავაჭრო კომპანიაში ბუღალტრად იწყებს მუშაობას; შემდეგ ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლიდა და ორღანისტადაც მუშაობდა. ამ პერიოდში დაიწყო რემარკმა თავისი ჩანახატების გამოცემა ფსევდონიმით ერიხ მარია რემარკი.
 
[[1925]] წლიდან რემარკი საცხოვრებლად [[ბერლინი|ბერლინში]] გადადის, სადაც გაზეთის რედაქტორად იწყებს მუშაობას. იმავე წლის [[14 ოქტომბერი|14 ოქტომბერს]] ილზა ჯინ ცამბიზე იქორწინა. [[1927]] წელს ცოლთან ერთად კათოლიკური ეკლესიიდან გამოდის. ამავე წლის შემოდგომაზე იწყებს მუშაობას თავის პირველ რომანზე "[[დასავლეთის ფრონტი უცვლელია]]" (Im Western nichts Neues). რომანი ჯერ გაზეთში დაიბეჭდა [[1928]] წელს, და მხოლოდ შემდეგ წელს გამოვიდა წიგნად.
 
გერმანული საზოგადოება ამ რომანს არაერთგვაროვნად შეხვდა, ზოგი თვლიდა რომ ის საუკეთესოდ აღწერდა [[პირველი მსოფლიო ომი|პირველ მსოფლიო ომს]], ხოლო სხვები კი ამ რომანს გერმანიის ღალატად მიიჩნევდნენ. ამ წლიდან გავრცელდა პრესაში მისი თითქოს და ებრაული წარმოშობის შესახებ ჭორები. რემარკს ჭორების არ შეშინებია და რომანზე "[[გზა შინისაკენ]]" (Der Weg Zurück) იწყებს მუშაობას.
 
[[1930]] წელს რემარკი რუტ ალბუს რჩევით სურათებსა და ხელოვნების ნიმუშებს ყიდულობს. ამავე წელს იგი გაეყარა პირველ ცოლს. [[1931]] წელს გამოდის ნაწარმოების "დასავლეთის„დასავლეთის ფრონტი უცვლელია"უცვლელია“ პირველი ეკრანიზაცია. მის პრემიერაზე ბერლინში მოეწყო [[ნაციონალ-სოციალისტები]]ს აქცია ფილმის აკრძალვის მოთხოვნით, საბოლოოდ ფილმი [[გერმანია]]ში აიკრძალა. რემარკი მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა, სადაც მუშაობას დაბრუნებაზე აგრძელებს. წლის ბოლოს გაზეთში "გზა„გზა შინისაკენ"შინისაკენ“ გამოქვეყნდა.
 
[[1931]] წელს გერმანიაში გაიმართა ფართომასშტაბიანი ბატალიები რემარკის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. რემარკმა გამოსცა პუბლიკაცია "რემარკი„რემარკი და სინამდვილე"სინამდვილე“ სადაც ასახა თავისი პოზიცია. იმავე წელს რუტ ალბუს ინიციატივით მან იყიდა შვეიცარიაში ვილა, სადაც მალევე გადასახლდა. [[1932]] წლიდან მან დაიწყო რომან "პატზე"„პატზე“ მუშაობა, რომელიც შემდგომ "[[სამი მეგობარი]]ს“ სახელწოდებით გამოვიდა.
 
[[1933]] წლიდან, როდესაც გერმანიაში ნაციონალ-სოციალისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში, რემარკის ვილაზე შვეიცარიაში თავს აფარებენ გერმანიიდან დევნილები. ამ დროს გერმანიაში მოხდა მისი რომანის "დასავლეთის„დასავლეთის ფრონტი უცვლელიას"უცვლელიას“ საჯარო დაწვა და მისი რომანების ამოღება. [[1935]] წელს მას მოსთხოვეს გერმანიაში დაბრუნება, რაზეც რემარკმა უარი განაცხადა. იგი ამ პერიოდში ხშირად მოგზაურობდა [[პარიზი|პარიზში]], სადაც მონაწილეობა მიიღო დევნილ მწერალთა კონფერენციაში.
 
[[1936]] წელს პირველად გამოვიდა რომანი "სამი„სამი მეგობარი"მეგობარი“ [[დანიური ენა|დანიურ ენაზე]] [[კოპენჰაგენი|კოპენჰაგენში]]. [[1937]] წელს მოხდა "გზა„გზა შინისაკენ"შინისაკენ“ ეკრანიზაციაც. ამავე წელს რემარკმა და მისმა პირველმა ცოლმა მიიღეს [[პანამა|პანამის რესპუბლიკის]] პასპორტი. ამავე დროს რემარკსა და [[დიტრიხი, მარლენ|მარლენ დიტრიხს]] შორის დაიწყო რომანი.
 
[[1938]] წელს რემარკი და მისი პირველი ცოლი ხელმეორედ დაქორწინდნენ, მიუხედავად ამისა მისი რომანები მარლენ დიტრიხთან და რუტ ალბუსთან გრძელდებოდა. იმავე წელს მან დაიწყო მუშაობა რომანებზე "[[შეიყვარე მოყვასი შენი]]"“და და "[[ტრიუმფალური თაღი]]". "სამი„სამი მეგობარისმეგობარის“ პირველი ეკრანიზაცია გამოვიდა პარიზში. გერმანიის მთავრობამ კი ცოლ-ქმარ რემარკებს მოქალაქეობა ჩამოართვა.
 
[[1939]] წელს როდესაც [[ევროპა]] [[მეორე მსოფლიო ომი|ომის]] ალში გაეხვა რემარკი, როგორც ბევრი სხვა გერმანელი, [[აშშ]]-ში წავიდა ემიგრაციაში, სადაც პირველად გამოიცა მისი "შეიყვარე„შეიყვარე მოყვასი შენი"შენი“ ინგლისურ ენაზე, რომანის ეკრანიზაცია კი [[1941]] წელს მოხდა სახელით "ასე„ასე სრულდება ჩვენი ღამე"ღამე“. [[1942]] წელს რემარკი აშშ-ში აქტიურ ანტინაცისტურ მოღვაწეობას ეწევა, იგი ასევე ყველაფრით ცდილობს გერმანიიდან ემიგრანტებისთვის დახმარებას. [[1943]] წელს რემარკი იტყობს რომ მისი და ელფრიდა გერმანიაში გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს. შემდეგ წელს იგი აქტიურად მუშაობს ამერიკის სახელმწიფო სტრუქტურებთან გერმანიაში ნაციზმის დაცემის შემდეგ ჩასატარებელ აღმზრდებობით სამუშაოებზე.
 
[[1945]] წელს რემარკმა დაიწყო მუშაობა მორიგ რომანზე "[[ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა]]", იმავე წელს პირველად გამოქვეყნდა "ტრიუმფალური„ტრიუმფალური თაღი"თაღი“ [[ინგლისური ენა|ინგლისურ ენაზე]]. ომის შემდეგ, [[1947]] წელს რემარკმა და მისმა მეუღლემ ამერიკის მოქალაქეობა მიიღეს. [[1948]] წელს მოხდა "ტრიუმფალური„ტრიუმფალური თაღის"თაღის“ ეკრანიზაცია. ამავე წელს იგი პირველად დაბრუნდა ევროპაში ამერიკაში ემიგრაციის შემდეგ.
 
შემდეგი წლები დატვირთული იყო მოგზაურობებით და ახალ რომანებზე მუშაობით. [[1952]] წელს გამოვიდა მისი რომანი "[[სიცოცხლის ნაპერწკალი]]". ამ პერიოდში იგი უშედეგოდ ცდილობს გერმანიის მოქალაქეობის აღდგენას. [[1953]] წელს იგი პირველად ომის შემდეგ ჩავიდა მშობლიურ ქალაქში, სადაც და და მამა მოინახულა. [[1954]] წელს გამოვიდა რომანი "ჟამი„ჟამი სიცოცხლისა, ჟამი სიკვდილისა"სიკვდილისა“. ამ დროს იგი იწყებს მუშაობას რომანზე "შავი„შავი ობელისკი"ობელისკი“.
 
[[1958]] წელს რემარკმა და [[გოდარდი, პოლეტ|პოლეტ გოდარდმა]] იქორწინეს. ნანატრი მოქალაქეობა რემარკს მხოლოდ გარდაცვალების წელს მისცეს. [[1970]] წელს რემარკი [[აორტა|აორტის]] [[ანევრიზმა|ანევრიზმით]] გარდაიცვალა.