ხათუნა ჭიჭინაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა/შესწორდა ილუსტრაცია
No edit summary
ხაზი 25:
}}
 
'''ხათუნა (ანა) ჭიჭინაძე''' (დ. [[14 იანვარი]], [[1901]], [[ჭოლევი]] - გ. [[4 მარტი]], [[1938]], [[თბილისი]]) — ქართველი მსახიობი, [[პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირში|რეპრესირებული]].
 
== ბიოგრაფია ==
 
დაიბადა შავი ქვის მრეწველ სიმონ ჭიჭინაძის ოჯახში. [[1908]]-[[1918]] წლებში სწავლობდა [[ქუთაისი]]ს წმინდა ნინოს სასწავლებელში, [[1919]] წლიდან სწავლობდა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ეკონომიკის ფაკულტეტზე. 1923-1924 წლებში იყო [[აკაკი ფაღავა]]ს სტუდიის მსმენელი. [[1924]] წელს ჩაირიცხა [[რუსთაველის თეატრი|რუსთაველის თეატრში]]. ითამაშა [[კოტე მარჯანიშვილი]]სა და [[ალექსანდრე ახმეტელი]]ს დადგმულ პირველ [[პანტომიმა]]ში. მოღვაწეობას სხვადასხვა თეატრებში აგრძელებდა 1937 წლამდე, დაპატიმრებამდე. ხათუნა ჭიჭინაძეს ბრალად ედებოდა [[ლავრენტი ბერია]]ს წინააღმდეგ [[ტერორისტული აქტი]]ს მომზადება. დაპატიმრებიდან 6 თვის შემდეგ [[დანაშაული]] აღიარა. დახვრეტა მიუსაჯეს [[1938]] წლის [[3 მარტი|3 მარტს]]. სასჯელი სისრულეში მოიყვანეს მეორე დღეს, 4 მარტს. რეაბილიტირებულია [[1956]] წლის [[18 ივლისი]]ს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით.
 
== რესურსები ინტერნეტში ==