ნარიყალა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Bot: Migrating 13 interwiki links, now provided by Wikidata on d:q155453 (translate me)
ხაზი 1:
{{შერწყმა|კალა (ციხე)}}
[[File:M. Ivanov. Tiflis fortress. 1783.jpg|მინი|„შურის ციხე“. მიხაილ ივანოვის ნახატი. აკვარელი, 1783]]
[[ფაილი:Narikala 1911.jpg|thumbnail|250px|ხედი ნარიყალაზე [[ავლაბარი|ავლაბრიდან]] XX საუკუნის დამდეგს, ძველი ფოტო]]
'''კალა''' — ფეოდალური ხანის ციხე და უბანი [[თბილისი|თბილისში]], ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში. უბანი კალა მოიცავდა მდინარე [[წავკისწყალი|წავკისისწყლის]] ([[ლეღვთახევი]]) მარცხენა ნაპირის ტერიტორიას ჩრდილოეთ-დასავლეთით, ახლანდელი [[თავისუფლების მოედანი (თბილისი)|თავისუფლების მოედნის]], დადიანის, პუშკინის, ბარათაშვილის ქუჩებისა და მდინარე [[მტკვარი|მტკვრის]] გაყოლებით. წყაროებში პირველად [[IV საუკუნე|IV საუკუნის]] ამბების თხრობასთან დაკავშირებით მოიხსენიება. სიტყვა „კალა“ გეოგრაფიული სახელია. გამოთქმულია მოსაზრება, რომ სახელწოდება „კალა“ — „ყალა“ არაბული ლექსემაა. კალისა და საკუთრივ თბილისის (მდინარე წავკისწყლის, მარჯვენა ნაპირი) შერწყმის შედეგად წარმოიქმნა ქალაქი. ამის შემდეგ კალა მხოლოდ [[ქალაქი]]ს ციხის სახელად დარჩა. კალის ციხეს მოგვიანებით უწოდებდნენ [[ნარიყალა]]ს (ნარინყალა) და [[შურის ციხე]]ს.
 
'''ნარიყალა''' — უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც [[თბილისი|თბილისსა]] და მდინარე [[მტკვარი|მტკვარს]] გადაჰყურებს. ნარიყალა ([[სპარს.]] ნარინყალა — ციტადელი, შიდაციხე), [[თბილისის ციხე|თბილისის ციხის]] — [[კალა]]ს გვიანდელი სახელწოდებაა. წყაროებში პირველად მოხსენიებულია [[1772]] წელს გერმანელი მოგზაურ [[იოჰან გიულდენშტედტი|იოჰან გიულდენშტესტთან]]. ციხესიმაგრე გალავნის ორი სექციისგან შედგება, რომელიც ციცაბო ამაღლებაზე მდებარეობს გოგირდის აბანოებსა და ბოტანიკურ ბაღს შორის. ნარიყალას ქვემო ეზოში ახლად აღდგენილი წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და მცირე კაფე მდებარეობს.
 
ციხესიმაგრე [[IV საუკუნე]]ში დაფუძნდა როგორც „[[შურის ციხე]]“. [[VII საუკუნე]]ში და მოგვიანებით [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] მიერ (1089-1125) მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მოგვიანებით შემოსულმა მონღოლებმა მას „ნარინ ქალა“ („მცირე ციხესიმაგრე“) დაარქვეს. დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები [[XVI საუკუნე|XVI]] და [[XVII საუკუნე|XVII]] საუკუნეებით თარიღდება. [[1827]] წელს ციხის გალავნის დიდი ნაწილი მიწისძვრამ დააზიანა და დაანგრია.
 
ციხესიმაგრე რთული სისტემის თავდაცვითი ნაგებობა იყო, მტკიცე კედლებით, კოშკებითა და ბასტიონებით გამაგებული, ძნელად მისადგომი და ასაღები. ადრეული მშენებლობის ნაშთები დღესაც არის შემორჩენილი ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდგომი კოშკის კედლებში, თლილი ქვის კვადრ\ტების სახით.
 
[[XVII საუკუნე]]მდე ციხის შიგნითა ტერიტორიაზე, შემოსასვლელ გვირაბთან განლაგებული ყოფილა „მეფის სასახლე“. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ (1801 წ.) დედაციხემ დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა, რის გამოც იქ განთავსდა რუსის ჯარის ტყვია-წამლის საწყობი. კერძოდ კი, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ყოფილა განთავსებული, რომელიც [[1847]] წელს მეხის დაცემის შემდეგ აფეთქდა.
 
ნარიყალას ციხე ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ უძველეს ციხესიმაგრედ არის მიჩნეული. მას მუდმივად სტუმრობს უამრავი სტუმარი და მნახველთა შორის დიდ ინტერესს იწვევს. ნარიყალა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ძეგლია.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
*[[თბილისი]]
*[[თბილისის ციხე]]
== ლიტერატურა ==
*''ბერიძე თ.,'' „ქსე“, ტ. 57, გვ. 325321, თბ., 19801984 წ.
*''ბერიძე თ.,'' „... და აღმოცენდა თბილისი“, თბ., 1977;
*ჟურნ. „ძეგლის მეგობარი“, 1977 წ. გვ. 8-15; 1971წ, გვ.27-31.
*„თბილისის ისტორია“, შ. მესხიას რედ., თბ., 1958;
*ჟურნ. „საბჭოთა ხელოვნება“, 1965 წ. 2, გვ. 49-54.
*''ბერიძე თ.,'' „ქსე“, ტ. 5, გვ. 325, თბ., 1980
 
 
{{საქართველოს ხუროთმოძღვრება}}
{{თბილისის ღირსშესანიშნაობები}}
 
[[კატეგორია:ძველი თბილისის უბნებიციხესიმაგრეები]]
 
[[uk:Нарікала]]
{{თბილისის უბნები}}
[[კატეგორია:ძველი თბილისის უბნები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნარიყალა“-დან