რაფიელ აგლაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''რაფიელ ილიას ძე აგლაძე''' (* [[29 დეკემბერი]], [[1911]], [[თბილისი]] ― † [[17 აპრილი]], [[1989]], იქვე), საბჭოთა ეპოქის [[ქართველები|ქართველი]] ელექტროქიმიკოსი. [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის]] აკადემიკოსი (1946), ტექნიკური მეცნიერებათა დოქტორი (1944), პროფესორი (1944), საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი.
==ბიოგრაფია==
1935 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი, 1938 წელს მოსკოვის დ. მენდელეევის სახელობის ქიმიურ-ტექნოლოგიის ინსტიტუტის ასპიტანტურა. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროქიმიის წარმოებათა ტექნოლოგიის კათედრის გამგე (1944-1985). სხვადასხვა დროს იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1947-1951), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის დაარსების ინიციატორი და მისი პირველი დირექტორი (1945-1951), გამოყენებითი ქიმიის და ელექტროქიმიის (ამჟამად რ. აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიის და ელექტროქიმიის) ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორი (1956-1960). საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ჟურნალის "მეცნიერება და ტექნიკის" გამოცემის ინიციატორი და პირველი რედაქტორი (1949-1951).აქვს შრომები ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის დარგში. მისი ხელმძღვანელობით დაინერგა წარმოებაში ლითონური მანგანუმის მიღების ელექტროლიზური მეთოდი (სსრკ სახელმწიფო პრემია, 1943). რუსთავის ქიმიურ ქარხანაში მან დანერგა კალიუმპერმანგანატის მიღების ორიგინალური მეთოდი (სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით, 1962). პ. მელიქიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1977). სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს II და III მოწვევების დეპუტატი. დაჯილდოებულის [[ლენინის ორდენი|ლენინის ორდენითა]] და მედლებით.
{{ქსე}}
{{DEFAULTSORT:აგლაძე, რაფიელ}}
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რაფიელ_აგლაძე“-დან