ჯეიმზ ჰედლი ჩეიზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: cs:James Hadley Chase
No edit summary
ხაზი 25:
}}
 
'''ჯეიმს ჰედლი ჩეიზი''' - (დ. [[ლონდონი]], [[1906]] წელი - გ. [[შვეიცარია]], [[1985]] წელი.) „ლიტერატურის ოსტატად“ აღიარებული. ჯეიმსი ლონდონში, გადამდგარი ოფიცრის ოჯახში დაიბადა. მისი ნამდვილი სახელია '''რენე ბარბაზონ რაიმონდი'''. მომავალი მწერალი [[როჩესტერის სამეფო სკოლა]]ში სწავლობდა, მაგრამ 18 წლისამ სწავლაც მიატოვა და მშობლიური სახლიც.
 
სანამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დეტექტიური მწერალი გახდებოდა, ჩეიზმა უამრავი სამუშაო გამოიცვალა, მუშაობდა წიგნების გამავრცელებელ აგენტად, წიგნების გამყიდველად და ამასობაში გადაწყვიტა, თვითონაც დაეწერა რაიმე. თავდაპირველად წერა იუმორისტული მოთხრობებით დაიწყო. მისი პირველი რომანი „არავითარი ორქიდეები მის ბლენდიშისთვის“ [[1939]] წელს გამოვიდა და მაშინვე ბესტსელერად იქცა, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა მისი კარიერა. ჯეიმს ჰედლი ჩეიზი 80-მდე ნაწარმოების ავტორია.