რაინლანდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 4:
რაინისპირეთი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული მნიშვნელობით ნაპოლეონის მიერ წარმოებულ ომებამდე უკიდურესი სიჭრელით გამოირჩეოდა:აქ ერთმანეთში იყო არეული საეკლესიო პრელატების (კელნის, მაინცისა და ტრირის არქიეპისკოპოსების), იულიხ-კლევე-ბერგის საჰერცოგოსა და მასზე დამოკიდებული გრაფების სამფლობელობი და თავისუფალი იმპერიული ქალაქები (მაგ: [[აახენი]]).
 
[[ბაზელის ზავი (1795)|ბაზელის ზავი]]ს (1795) შემდეგ რაინის დასავლეთით მდებარე მიწები ფრანგების მიერ [[ციზრაინის რესპუბლიკა]]დ გადაკეთდა, რომელიც მოგვიანებით დეპარტამენტებად დაიყო და [[საფრანგეთის იმპერია|საფრანგეთის იმპერიის]] შემადგენლობაში მოხვდა. ეკლესიის მიწები სეკულარიზაციას, არისტოკრატი მმართველები კი — მედიატიზაციას დაუქვემდებარეს. რაინის მეორე ნაპირზე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები 1806 წელს რაინის კავშირში გაერთიანდნენ.
 
1822 წელს რაინისპირა მიწები [[პრუსია|პრუსიის]] რაინის პროვინციას შეუერთდა დედაქალაქით კობლენცში, რომელმაც სახესხვაობებით 1946 წლამდე იარსება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რაინლანდი“-დან