ტბელი აბუსერისძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ტბელი აბუსერისძე''' (* დაახლოებით [[1190]] ― † [[1240]]), [[ქართველები|ქართველი]] მწერალი და ასტრონომი. ხიხათა (აჭარის) [[ერისთავთერისთავი|ერისთავთერისთავის]] ივანეს შვილი. ავტორი რელიგიურ-ისტორიული თხზულებისა "სასწაულნი წმიდისა... გიორგისნი და ანდერძნი... მთქუმელისაჲ" და ვრცელი ქრონოლოგიურ-ასტრონომიული ტრაქტატისა "ქორონიკონი სრული მისითა საუწყებელითა". მასვე უნდა ეკუთვნოდეს "გალობანი სამთა იოანეთა". რელიგიურ-ისტორიული თხზულება აღწერს აჭარელი გლეხის, ხელობით კალატოზის, ბოლოკჯ-ბასილის სამშენებლო საქმიანობას შუარტყალში. შეიცავს [[აბუსერისძენი|აბუსერისძეთა]] საგვარეულო მატიანეს, აგრეთვე იმდროინდელი ყოფა-ცხოვრებისა და ზნე-ჩვეულებების მნიშვნელოვან ცნობებს, მდიდარია კონკრეტული ისტორიული ხასიათის მონაცემებითაც. ქრონოლოგიურ-ასტრონომიული ტრაქტატი ვრცელი საკალენდრო ცნობარია, რომელშიც განხიხულია წელთაღრიცხვის სხვადასხვა სისტემის ღირსება-ნაკლოვანებანი და მოცემულია საეკლესიო დღესასწაულთა და მთვარის ამოსვლა-ჩასვლის მზა ცხრილები.
 
{{ქსე}}
 
{{DEFAULTSORT:აბუსერიძე, ტბელი}}